„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

  • Word
„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 907
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.022
  • Word
907
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
200.250.000.22.033.014.022
„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.022

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №907

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის  14 თებერვლის №86 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სასაქონლო ზედნადების გამოწერისა და გამოყენების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №86 ბრძანებით (სსმ III, 17.02.2005 წ., №18, მუხ. 172) დამტკიცებულ ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 მუხლი:

    „მუხლი 5. ზედნადების გამოწერისა და გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები

1. ამ ინსტრუქციის მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებულის გარდა, ზედნადები (დანართი №1) ან გამარტივებული ფორმის სასაქონლო ზედნადები (დანართი №2) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ექსპორტის საბაჟო რეჟიმში საქონლის დეკლარირებისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნისათვის, პირის მოთხოვნისას, დასაშვებია ზედნადების დამატებითი ეგზემპლარის გამოწერა, რომელიც წარედგინება და რჩება ექსპორტის საბაჟო რეჟიმის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს.

3. ზედნადები არ წარმოადგენს გადასახდების ჩათვლის მიღების საფუძველს.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

კ. ბაინდურაშვილი