დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 900 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 159, 30/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.014.016 |
სახელმწიფო სარეგისტრაციოკოდი 190.040.000.22.033.014.016
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №900
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 29 დეკემბრის №1307 ბრძანებაში (სსმ III, 29.12.2005წ., №152, მუხ.1682) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები