დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №86/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 440/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 31/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.22.035.014.012 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.012
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №440/ნ
2009 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №86/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 20 თებერვლის №86/ნ ბრძანების (სსმ III, 20.02.2009წ., №20, მუხლი 256) პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართში („შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 129 355 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
| № | პროგრამა | ბიუჯეტი (ლარებში) |
| 4 129 355 | ||
| 1 | შშმ პირთა დღის ცენტრების ქვეპროგრამა | 1 393 950 |
| 2 | ყრუ-მუნჯების კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა | 16 000 |
| 3 | უსინათლოთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა | 20 000 |
| 4 | ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ქვეპროგრამა | 579 100 |
| 5 | შშმ პირთა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა | 240 285 |
| 6 | სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის ქვეპროგრამა |
36 750 |
| 7 | შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამა | 780 000 |
| 8 | ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა | 64 800 |
| 9 | დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა | 974 470 |
| 9.1 | გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 109 770 |
| 9.2 | საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 247 000 |
| 9.3 | სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი | 512 700 |
| 9.4 | კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი | 105 000 |
| 10 | პროგრამის მონიტორინგის ქვეპროგრამა | 24 000 |
2. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 1 393 950 ლარი;“.
3. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 579 100 ლარი;“.
4. მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 240 285 ლარი;“.
5. 21-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 109 770 ლარი.
| შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი | ბენეფიციართა რაოდენობა | თანხა |
| სტანდარტული ტიპის სავარძელ-ეტლები | 300 | 91 000 |
| ხელჯოხები | 300 | 18 770 |
| უსინათლოთა ხელჯოხები | 10 |
|
| ყავარჯნები | 200 |
|
| ხელჯოხ-ყავარჯნები | 300 |
|
6. 26-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 24 000 ლარი.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები