დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №121 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 159 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 118, 01/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.10.003.000.543 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №159
2006 წლის 23 აგვისტო
�ქ. თბილისი
�2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №121 დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, �2006/07 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ� საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივნისის №121 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №89, მუხლი 1182) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
�41. ამ დადგენილების მე-4 პუნქტის �დ� ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი მოიცავს:
ა) �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის �გ� ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტუდენტთა სოციალური პროგრამით დაფინანსებას � 390 000 (სამას ოთხმოცდაათი ათასი) ლარს;
ბ) �უმაღლესი განათლების შესახებ� საქართველოს კანონის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დაფინანსებას � 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარამდე, რომელიც გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად.�.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები