„სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 902
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.014.003
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
902
29/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
100.110.000.22.038.014.003
„სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2009 - 10/03/2011)

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 100.110.000.22.038.014.003

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

მინისტრის ბრძანება №902

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრებულთა/პატიმართა გადაყვნის ორგანიზების, ამ სფეროში პატიმართა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, აღნიშნულ საკითხთა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 21 პუნქტისა და მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის თანდართული წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ მსჯავრდებულთა და პატიმართა გადაყვანის წესი

    მუხლი 1. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და მსჯავრებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვნა

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის) დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) დაავადებულ მსჯავრდებულთა/პატიმართა სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებასა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებებში (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

2. მსჯავრდებულის/პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაცია და შუამდგომლობა გადაუდებელი სახის გადაყვანისას ადრესატის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

4. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება წერილობით, ხოლო მწვავე დაავადების შემთხვევაში გადაუდებელი გადაყვანისას საკომუნიკაციო საშუალებით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთ მოადგილეს), საბადრაგო სამსახურს და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს.

5. დაწესებულების დირექტორის უარი მსჯავრდებულის/პატიმრის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტებს.

    მუხლი 2. დაწესებულებიდან და სამკურნალო დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა

1. დაწესებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, დაავადებულ მსჯავრდებულთა/პატიმართა სადიაგნოსტიკო, გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, საერთო პროფილის საავადმყოფოში გეგმური ან გადაუდებელი წესით გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

2. მსჯავრდებულის/პატიმრის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს. აღნიშნული ეგზემპლარის მიღებისთანავე, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს ინფორმაციას გადასაყვანი მსჯავრდებულის/პატიმრის შესახებ.

3. დაწესებულებიდან ან სამკურნალო დაწესებულებიდან, მსჯავრდებულთა/ პატიმართა სასამართლო-სამედიცინო ან/და სასამართლო-ფსიქიატრიული საექსპერტო გამოკვლევების ჩასატარებლად გადაყვანა ხორციელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაცია, შუამდგომლობა და ინფორმაცია გადაუდებელი სახის გადაყვანისას ადრესატის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.

5. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის უარი მსჯავრდებულის/პატიმრის საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული.

    მუხლი 3. პატიმართა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა

1. პატიმართა/მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოდან სხვა საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა ხორციელდება სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციის საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გაყვანის შემთხვევაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

    მუხლი 4. პატიმართა/მსჯავრდებულთა დაწესებულებაში და სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება

1. სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებულის/პატიმრის დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამკურნალო დაწესებულების დირექტორისა და მთავარი ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე.

 2. საერთო პროფილის საავადმყოფოდან პატიმრის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში ან სამკურნალო დაწესებულებაში დაბრუნება ხორციელდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმის გადაწყვეტილების საფუძველზე.

3. საჭიროების შემთხვევებში, საერთო პროფილის საავადმყოფოდან, ტირედაწესებულებიდან გაყვანილი მსჯავრდებული/პატიმარი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სამკურნალო დაწესებულებაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სამედიცინო დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე.

    მუხლი 5. მსჯავრდებულთა/პატიმართა გადაადგილება, ბადრაგირება და დაცვა

დაავადებულ მსჯავრდებულთა/პატიმართა ბადრაგირებას და დაცვას უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით.