„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 17/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.037.013.982
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17/ნ
29/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
010.240.030.22.037.013.982
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2009 - 19/03/2015)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.037.013.982

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

მინისტრის ბრძანება №17/ნ

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. ტყეშელაშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის     სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) (შემდგომში – აპარატი) სამართლებრივ სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. აპარატი წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს.

3. აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. აპარატი ანგარიშვალდებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი)     წინაშე.

    მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებით, სამინისტროსა და აპარატის დებულებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

    მუხლი 3. აპარატის ამოცანები

აპარატის ძირითადი ამოცანებია:

ა) მინისტრის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდინაციაში მონაწილეობა;

გ) სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებისა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვის ორგანიზება და სხდომის ოქმის წარმოება;

დ) მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

1. აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.

3. აპარატის უფროსი აპარატის ამოცანების შესრულების მიზნით:

ა) ახორციელებს აპარატის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, უზრუნველყოფს აპარატის ამ დებულებით და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების შესრულებას;

ბ) წარმოადგენს აპარატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია აპარატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს ფუნქციებს აპარატის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

დ) ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს აპარატში მომზადებულ დოკუმენტებზე, აპარატის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული დოკუმენტების პროექტების ვიზირებას;

ე) ზედამხედველობს აპარატის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და შრომის დისციპლინის დაცვას;

ვ) კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და ინსტრუქციების შესრულებას აპარატის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მუშაობის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით აპარატისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა აპარატის ფუნქციებისა და ამოცა-ნების შესასრულებლად;

კ) პერიოდულად ისმენს აპარატის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ლ) მინისტრს წარუდგენს ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს აპარატის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. აპარატის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობას ასრულებს, აპარატის უფროსის წარდგინების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული აპარატის ერთ-ერთი მოსამსახურე.

    მუხლი 5. აპარატის მოსამსახურე

1. აპარატის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. აპარატის მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

3. აპარატის მოსამსახურე ასრულებს აპარატის უფროსის და მინისტრის ცალკეულ დავალებებს.