,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 29/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.978
  • Word
46
28/12/2009
სსმ, 158, 29/12/2009
360.050.000.22.023.013.978
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.978

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №46

2009 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის  №729 ბრძანებაში ცვლილების და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში (სსმ III, 18.11.08 წ., №164, მუხ. 1652) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) პირველ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ „თბილისის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული საშეშე მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და დაშვებული სხვა საქმიანობა.“;

ბ) ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:

„მ) „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 12).

2. ბრძანებას დაემატოს დანართი 12 თანდართული რედაქციით.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

დანართი 12

ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

„ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ყაზბეგის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ყაზბეგის ეროვნული პარკის დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებში 8707 ჰექტარ ფართობზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობების დარეგულირება; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

    მუხლი 4. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

1. ყაზბეგის ეროვნული პარკი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალური კავკასიონის ქედზე, მდინარეების – თერგის, სნოს წყლის, არაგვის, ხდეს წყლის ხეობებში და ძალზე გაფანტულ ჯგუფებადაა წარმოდგენილი ტერიტორიაზე.

2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს“ დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 8707 ჰა.

    მუხლი 5. ყაზბეგის ეროვნული პარკის ზონირება

გარემოს დაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) ვიზიტორთა ზონა;

გ) ტრადიციული გამოყენების ზონა.

    მუხლი 6. ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 3407 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №№ 1, 2 (გარდა მე-5 უბნისა), 3, 4 (გარდა მე-11 უბნისა), 12, 13, 15, 16, 19, 20, 31, 43, 46, 47, 48, 50, 51, 53, 55, 56 კვარტალებს.

2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

    მუხლი 7. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები

1. ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 2311 ჰა-ს და მოიცავს № 4 კვარტალის მე-11 უბანს და №№ 7, 8, 9, 17, 21, 22, 23, 24, 25, 37, 39, 40, 52, 54 კვარტალებს.

2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია, მოვლა, აღდგენა და მონიტორინგი;

ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემისა და ტყის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მონიტორინგი;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვება;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

კ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

ლ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

მ) გადაადგილება ფეხით და ცხენით, განსაკუთრებულ შემთხვევებში გზებზე მანქანით მოძრაობა;

ნ) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;

ო) ხანძრებისგან დაცვის მიზნით ტყის ჩახერგილობისგან გაწმენდა და გზებისა და ბილიკების გვერდითი საზღვრების გასწვრივ 20-მეტრიან ზოლში ჯგუფურად გამხმარი ზეხმელი ხეების მოჭრა და გატანა;

პ) საქონლის სატრანზიტო გადარეკვა და ვიზიტორთა და საპატრულო ცხენების ძოვება.    

    მუხლი 8. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის საერთო ფართობი შეადგენს 2990 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს №2 კვარტალის მე-5 უბანს და №№ 5, 6, 10, 11, 14, 18, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, 34, 35, 36, 38, 41, 42, 44, 45, 49, 57, 58 კვარტალებს.

2. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა, აღდგენა და მონიტორინგი;

ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო და უხერხემლოების საკოლექციო მასალის შეგროვება;

ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ლ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

მ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ნ) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა.

ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიშვება ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 300 ძირს, სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა.