“სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

  • Word
“სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მიღების თარიღი 29/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 29/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.013.976
  • Word
6
29/12/2009
სსმ, 158, 29/12/2009
010.240.060.21.014.013.976
“სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.21.014.013.976

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №6

2009 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2006 წლის 3 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული დებულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა, ასეთ შემთხვევაში შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს აუცილებლობით გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო ვადებს. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი შესყიდვის განხორციელების გაჭიანურებას, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი შემსყიდველ ორგანიზაციაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წერილობითი თანხმობის საფუძველზე. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტ. ურჯუმელაშვილი