„სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“

  • Word
„სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 431/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 28/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 29/12/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.969
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
431/ნ
28/12/2009
სსმ, 158, 29/12/2009
470.230.000.22.035.013.969
„სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/12/2009 - 12/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.013.969

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №431/ნ

2009 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტისა (ორგანიზაციული კოდი 35 03 02) და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამა“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ა. კვიტაშვილი

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის მიზანი და ამოცანები

1. პროგრამის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილად წარმართვის ხელშეწყობა, რაც განაპირობებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების გაუმჯობესებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ საექსპერტო დასკვნების გაცემის სისწორეს.

2. პროგრამის ამოცანებია:

ა) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ორგანიზაციული საკითხების სრულყოფა;

ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება და ამ სფეროში კანონიერების განმტკიცება.

    მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები                                                                  

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გამოკვლევა წინასწარ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ.

    მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

„საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 400 000 ლარის ოდენობით.

 

 

სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის სახელმწიფო პროგრამა

ლარებში

1.

სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა წინასწარ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ

350 000

2.

სამივლინებო ხარჯები

50 000

    მუხლი 4. მომსახურების შესყიდვა და განხორციელების მექანიზმები

პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“   საქართველოს  კანონის  მოთხოვნათა დაცვით.

    მუხლი 5. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები

პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებებია:

ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ – შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს მიმწოდებელს და დებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას;

ბ) მიმწოდებელი – შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი დაწესებულება.