დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 233 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 157, 25/12/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/01/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/11/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140.120.000.22.027.013.960 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.120.000.22.027.013.960
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №233
2009 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესისა და ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 24 აგვისტოს №176 ბრძანების (სსმ III, 24.08.2009 წ., №104, მუხ. 1169) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეთა და საქართველოს პროკურატურის მუშაკთა სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის წესის (დანართი №1) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღსრულების ეროვნული ბიუროს საჯარო მოსამსახურეებზე მოწმობის გაცემას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაცია (სამსახური).“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 29 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები