დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 231 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 157, 25/12/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 29/01/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 070.010.020.22.027.013.958 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.020.22.027.013.958
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №231
2009 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
„დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №220 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„დასრულებულ სააღსრულებლო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბერი №220 ბრძანებით (სსმ III, 04.12.2009, №149, მუხ. 1759) დამტკიცებულ დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის წესსა და პირობებში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2.
დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიღებას, აღრიცხვას, (მათ შორის, ელექტრონული წესით) დაცვას, მოწესრიგებას, გამოყენებასა და, აუცილებლობის შემთხვევაში, მუდმივად შენახვისათვის გადაცემას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მოქმედი არქივი (შემდგომში – არქივი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11.
კერძო აღმასრულებლისათვის გაწეულ სააუქციონო მომსახურებასთან და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დახმარებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ექვემდებარება არქივისათვის გადაცემას და სავალდებულო შენახვას, მსგავსად დასრულებული სააღსრულებო წარმოებებისა და მისი შენახვის ვადა შეადგენს 5 წელს.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 13.
ამ წესის მე-12 მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 3 თვისა კერძო აღმასრულებელი წერილობით მიმართვას აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეულის – საქმისწარმოების, სტატისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურს და არქივში გადასაცემად წარუდგენს მის მიერ დასრულებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას (სახელობითი ჩამონათვალისა და გვერდების რაოდენობის მითითებით), რაზეც დგება დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტი.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 29 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები