„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 158, 29/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 05/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.013.956
  • Word
82
23/12/2009
სსმ, 158, 29/12/2009
010.240.030.22.025.013.956
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.013.956

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №82

2009 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 5 ნოემბრის №70 ბრძანებით (სსმ III, 2009 წელი, №137,  მუხლი 1581) დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. გენერალური ინსპექცია

1. გენერალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ჰყავს მოადგილე.

2. გენერალური ინსპექციის ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს საქმიანობაში ეკონომიურობისა და ეფექტიანობის პრინციპის დაცვა, ხარვეზების აღმოფხვრის ხელშეწყობა.

3. გენერალური ინსპექციის ძირითადი ფუნქციებია:

ა) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კონტროლი, რომელიც მოიცავს:

ა.ა) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის და მათი რაციონალური გამოყენების შემოწმებას;

ა.ბ) სამინისტროს სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საფინანსო-სამეურნეო კომპლექსურ და თემატურ შემოწმებას;

ა.გ) მინისტრის დავალების საფუძველზე, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლასა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმებას;

ბ) სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც მოიცავს:

ბ.ა) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედების კანონიერების დაცვისა და მათ მიერ ჩადენილი გადაცდომის სამსახურებრივ შემოწმებას. საჩივრების განხილვას ამ პირთა მიერ საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესების დარღვევის შესახებ, რამაც ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესებს ან საჯარო დაწესებულების რეპუტაციას;

ბ.ბ) სამინისტროს, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა და მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციის მომზადებას;

ბ.გ) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას. სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებას;

ბ.დ) სამინისტროს მოხელეთა, სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა ინტერესების შეუთავსებლობის თავიდან აცილებას.

4. გენერალური ინსპექციის სხვა ფუნქციებია:

ა) მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომლებსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა ქვეყნისთვის სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა შემოწმება;

ბ) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრაზე და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას მინისტრისთვის შესაბამისი რეკომენდაციის წარდგენა;

გ) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ნორმატიული აქტების შესრულების უზრუნველყოფა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებებისა და საჩივრების განხილვა. აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის თანხმობით, სამინისტროში შემოსული სხვა განცხადების ან საჩივრის შესასწავლად გამოთხოვა.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს შემოწმების ჩატარების მეშვეობით. შემოწმების ჩასატარებლად, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.გ“ და მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევბისა, გენერალური ინსპექციის უფროსი მოხსენებითი ბარათით მიმართავს მინისტრს.

6. შემოწმება ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გამოთხოვით, ან/და საჭიროებიდან გამომდინარე შესამოწმებელ ობიექტზე ჯგუფის მივლინებით. შემოწმების პროცესში საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია გამოიძახოს სამინისტროს ან მისი სისტემის შესაბამისი მოსამსახურე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან, და მიიღოს ახსნა-გამარტება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები მხოლოდ მათი თანხმობის შემთხვევაში.

7. შემოწმების საფუძველზე დგება აქტი, რომელშიც დეტალურად აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალებისა და გამოვლენილი დარღვევების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

8. აქტის საფუძველზე მინისტრს წარედგინება წერილობითი ინფორმაცია _ დასკვნა ან/და რეკომენდაცია. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა.ა“, ,,ა.ბ“, ,,ა.გ“, ..ბ.ა“, ,,ბ.გ“ და მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მინისტრს წარედგინება დასკვნა, ხოლო სხვა შემთხვევებში _ რეკომენდაცია.

9. გენერალური ინსპექცია თავისი საქმიანობის შეუფერხებლად განსახორციელებლად უფლებამოსილია სამინისტროს მოსამსახურეებისგან მიიღოს კონსულტაცია, ასევე მოითხოვოს სპეციალისტის მოწვევა.

10. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმებისა და ინსპექტირების მასალები ინახება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

11. გენერალური ინსპექცია ადგენს გეგმური შემოწმების წლიურ გრაფიკს და წარუდგენს მინისტრს.

12. გენერალური ინსპექცია ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების თაობაზე. ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭირვალობის მიზნით საანგარიშო პერიოდში გატარებული ღონისძიებების შესახებ;

ბ) მონაცემებს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

გ) საანგარიშო პერიოდში შემოწმებისა და ინსპექტირების განხორციელების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესახებ;

დ) ინფორმაციას გაწეულ რეკომენდაციებზე განხორციელებული რეაგირების თაობაზე, აგრეთვე მონაცემებს სათანადო რეაგირების გარეშე დარჩენილი რეკომენდაციების თაობაზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში განხილულ განცხადებასა და საჩივრებზე, ასევე აღნიშნულის თაობაზე მიღებული ზომების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური