დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 156 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 15/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/09/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.090.000.10.003.000.540 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №156
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ,,გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №10, მუხლი 103) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის მოწყობამდე უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვას.”;
ბ) მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:
ა) აუქციონის მოწყობის შესახებ ხელახალი განცხადების გამოქვეყნებიდან სულ ცოტა 14 დღის შემდეგ ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის ოდენობასა და მოწყობის მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;
ბ) მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს იგი გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.”.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები