„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2016
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.013.950
  • Word
227
22/12/2009
სსმ, 156, 22/12/2009
040.150.000.22.027.013.950
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.013.950

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №227

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის №835 ბრძანებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის  №835 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სააგენტოს მიზანი და ფუნქციები

1.  სააგენტოს მიზანია ერთიანი საჯარო რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერ-ციული) იურიდიული პირების რეესტრის ფორმირება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2.  სააგენტოს ფუნქციებია:

ა)  საჯარო რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოება;

ბ)  საჯარო რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

გ)  საჯარო რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სისტემის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

დ)     საჯარო რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის მეთოდური ხელმძღვანელობა და შესაბამისი მითითებების შემუშავება;

ე)  საჯარო რეესტრისა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ვ)  სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით.“.

2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;“;

ბ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს;“.

3. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: 

„ნ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახური;

ო) გირავნობის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის სამსახური.“.

4. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი