დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის განამაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 17/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 22/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/05/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.280.020.16.009.013.949 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.020.16.009.013.949
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №24
2009 წლის 17 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
,,ელექტროენერგიის განამაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ელექტროენერგიის განამაწილებელი კომპანიების მომხმარებლების მიერ ინდივიდუალური მრიცხველის გარეშე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის განსაზღვრის დროებითი წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2007 წლის 30 მაისის №9 დადგენილების (სსმ III, 01.06.2007, №77, მუხ. 835) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დადგენილება, მე-12 მუხლის გარდა, არ ვრცელდება:
ა) ახალქალაქში, ბოლნისში, ბორჯომში, წალენჯიხაში, სოფ. დიღომში, დაბა ჟინვალში, მცხეთაში, ოზურგეთში, საჩხერეში, სამტრედიაში, თერჯოლაში, დაბა ზაჰესში, ზესტაფონსა და ზუგდიდში ელექტროენერგიის გამართული აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე მომხმარებლებზე;
ბ) ქვემოთ ჩამოთვლილ დასახლებებში (სოფელი, დაბა, ქალაქი) ელექტროენერგიის გამართული აღრიცხვის ხელსაწყოს მქონე მომხმარებლებზე წარმოდგენილი რიგითობით და ვადების გათვალისწინებით:
ბ.ა) 2008 წლის 1 ივნისიდან: ახალციხე, ჭიათურა, დუშეთი, გორი, ხაშური, ლანჩხუთი, ფოთი, რუსთავი, წყალტუბო, დაბა ჯვარი, ქობულეთი.
ბ.ბ) 2009 წლის 1 ივნისიდან: აბაშა, ამბროლაური, ონი, ჩხოროწყუ, ქარელი, ხონი, ხარაგაული, მარტვილი, სენაკი, ვანი, ტყიბული.
ბ.გ) 2010 წლის 29 ივნისიდან: ადიგენი, ასპინძა, ბათუმი, ბაღდათი, წალკა, ჩოხატაური, დმანისი, გარდაბანი, კასპი, ხობი, ქუთაისი, მარნეული, დაბა ბაკურიანი, ნინოწმინდა, თეთრიწყარო, თიანეთი, ცაგერი, ლენტეხი, სტეფანწმინდა.“.
2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
გ. ჩალაგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები