„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 805
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.944
  • Word
805
22/12/2009
280.120.000.22.026.013.944
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.013.944

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №805

2009 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. ბრძანების 401 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„დ) 41-ე პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო პირის (მათ შორის შტატგარეშე საჯარო მოსამსახურის), აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაღუპული მოსამსახურის ოჯახის ერთ-ერთ წევრს.“.

2. ბრძანების 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. ამ ბრძანების:

ა) მე-40 და 41-ე პუნქტების მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი და სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილ(ებ)ი, ხოლო მათი არყოლის შემთხვევაში – მშობლები და სრულწლოვანი შვილ(ებ)ი. თუ ოჯახის წევრები არ განსაზღვრავენ ერთ პირს დახმარების მისაღებად, მაშინ დახმარება თანაბარწილად გაიცემა ყველა წევრზე (მათ შორის 18 წლამდე დაქორწინებული პირი), ხოლო არასრულწლოვანი (გარდა 18 წლის ასაკამდე დაქორწინებულისა), აგრეთვე სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილ(ებ)ის დახმარებას, მათი სახელით, იღებს შვილ(ებ)ის კანონიერი წარმომადგენელი;

ბ) 401 პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრებს წარმოადგენენ: მეუღლე, შვილ(ებ)ი, მშობლები.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ბ. ახალაია