დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2843 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 22/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.024.013.940 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.013.940
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2843
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის №1-1/846 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, #83, 15.07.2005წ., მუხ. 913) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დეპარტამენტს ან უფლებას ანიჭებს დეპარტამენტის წარმომადგენლობაზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის სტატისტიკის სფეროში;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
დ) აწესრიგებს დეპარტამენტის სისტემის მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
ვ) განსაზღვრავს მოადგილეების, დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და დეპარტამენტის სისტემის სხვა დაწესებულებების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებებს;
ზ) ამტკიცებს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხას;
თ) დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ტერიტორიული ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურეებს;
ი) ცენტრალიზებული წესით ერთიანი დაფინანსების ფარგლებში განკარგავს დეპარტამენტის მიზნებისა და ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებს და თვალყურს ადევნებს აღნიშნული ფულადი სახსრების მიზანშეწონილ ხარჯვას;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.
2. დებულების მე-4 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მაკროეკონომიკური სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ეროვნულ ანგარიშთა სისტემის წარმოება; საგარეო ეკონომიკური საქმიანობის (მ.შ., პირდაპირი უცხოური ინვესტიციების) შესახებ მონაცემთა შეგროვება და დამუშავება; საგარეო ვაჭრობის მონაცემთა დამუშავება; ექსპორტ-იმპორტის მონაცემების სარკისებური შედარებების განხორციელება; საშინაო და საგარეო როგორც ფინანსური, ისე არაფინანსური საინვესტიციო ნაკადების შესწავლა; საგადასახდელო ბალანსისათვის (მათ შორის, საერთაშორისო მომსახურება მომსახურების სახეების მიხედვით) საგარეო ვალის სტატისტიკასა და საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციისათვის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; საგადასახდელო ბალანსის, სახელმწიფო ფინანსებისა და მონეტარული სისტემის სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება; აგრეთვე, სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე რეგულარული სტატისტიკური კვლევების მიღმა დარჩენილი დაუკვირვებადი ნაწილის შესასწავლად, სახელმწიფო სტატისტიკური დაკვირვების გეგმა, ორგანიზება და განხორციელება; სატელიტური ანგარიშების წარმოება.
6. საწარმოთა სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საწარმოთა და სხვა სუბიექტთა რეგისტრირების სისტემის ფორმირება და აქტუალიზირება; რეგისტრირების სისტემის კოორდინაცია და მონიტორინგი; საყოველთაო და მიკროეკონომიკური აღწერების, აგრეთვე სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ სუბიექტებზე სტატისტიკური გამოკვლევების დაგეგმვა, ორგანიზება, მონაცემთა შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, გავრცელება და შენახვა.“.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: მოსახლეობისა და საცხოვრისების საყოველთაო აღწერების, აგრეთვე აღწერათაშორის პერიოდში შერჩევითი სოციალურ-დემოგრაფიული დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
მოსახლეობის ბუნებრივი და მექანიკური მოძრაობის ამსახველ პირველად მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; მოსახლეობის ცხოვრების დონის და ეკონომიკური აქტივობის სტატუსის (დასაქმების, უმუშევრობის) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების გაანგარიშება; საშუალო თვიური ხელფასის შესახებ დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება; სოციალური ინფრასტრუქტურის სფეროს (ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სამართალდარღვევები და ა. შ.) ამსახველი სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი; სოციალურ და დემოგრაფიულ სფეროს მიკუთვნებული სხვა სტატისტიკური დაკვირვების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები