დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 154 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/08/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 108, 15/08/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.10.003.000.538 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №154
2006 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
„სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობის 2005 წლის 4 აგვისტოს №126 დადგენილებით დამტკიცებულ სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობის) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში (სსმ III, 2005 წელი, №92, მუხლი 1045) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სამომხმარებლო ინდექსის გამოთვლა
შინამეურნეობის ინდექსი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
![]()
სადაც
L – არის კოეფიციენტი*;
C1 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (მიწის) ინდექსი;
C2 – სასოფლო-სამეურნეო ქონების (პირუტყვის) ინდექსი;
C3 – არასასოფლო-სამეურნეო ქონების ინდექსი;
C4 – შემოსავლების ინდექსი;
C5 – ხარჯების ინდექსი;
C6 – დემოგრაფიული ინდექსი;
C7 – განათლებისა და ჩვევების ინდექსი;
C8 – ბინის (საცხოვრებელი პირობების) ინდექსი;
C9 – ტერიტორიული ინდექსი;
C10 – ინტერვიუერის ინდექსი;
C0 – უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარებისა და დევნილის ყოველთვიური შემწეობის ინდექსი.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები