„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 257
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.917
  • Word
257
08/12/2009
სსმ, 156, 22/12/2009
010.240.030.22.030.013.917
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.917

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №257

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №21 ბრძანებით (სსმ III, 12.02.2007 წ., №19, მუხ. 215) დამტკიცებულ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, ისევე როგორც არსებული საერთაშორისო გარემოს საგარეო პოლიტიკური ანალიზის შედეგად საქართველოს საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი, საშუალოვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავება;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებულ სტრატეგიულ დოკუმენტებში შესატანი საჭირო ცვლილებების მომზადება;

გ) სამინისტროში შექმნილი სტრატეგიული და კონცეპტუალური დოკუმენტების მთავრობის, დიპლომატიური სამსახურისა და ფართო საზოგადოებისთვის წარსადგენად მომზადება;

დ) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული დაგეგმვის ციკლის უწყვეტობის უზრუნველყოფა, სტრატეგიული დოკუმენტების საჭიროებისამებრ განახლების და ახალი დოკუმენტების პროექტების შემუშავების გზით;

ე) საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემული მიზნების განსახორციელებლად დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული სამოქმედო გეგმის და ინსტრუქციების შემუშავება და დიპლომატიური სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების სტრატეგიასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

ვ) სახელმწიფოსა და სამინისტროს უმაღლესი პირებისთვის ოფიციალური მასალების მომზადება;

ზ) ქვეყნის საგარეო ურთიერთობებში ერთიანი პოზიციის დასაფიქსირებლად და ამ პოზიციის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საგარეო პოლიტიკის სფეროში ოფიციალური მოხსენებების თუ ინტერვიუების შემუშავება ან სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თუ სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სტრატეგიული პრიორიტეტების მიხედვით საერთაშორისო არენაზე საქართველოსთვის აქტუალური მოვლენების მონიტორინგი, კვლევა და ანალიზი;

ი) განხორციელებულ კვლევებზე დაყრდნობით, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა მოკლე- და საშუალოვადიანი პროგნოზითა და სამოქმედო რეკომენდაციებით;

კ) პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების და დიპლომატიური წარმომადგენლობების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით და ამ კუთხით საელჩოების საქმიანობის კოორდინირება;

ლ) სამეცნიერო წრეებთან და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

მ) პარტნიორი ქვეყნების მსგავს სტრუქტურულ ორგანოებთან თანამშრომლობა.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;“;

გ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტი;

დ) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ე) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;“;

ვ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;

ზ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“;

თ) ამოღებულ იქნეს მე-4 და მე-5 მუხლები.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი    გ. ბოკერია