„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №54 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 254
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.914
  • Word
254
08/12/2009
სსმ, 156, 22/12/2009
010.240.030.22.030.013.914
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №54 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.914

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №254

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №54 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №54 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009 წ., №25, მუხ. 323) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი    გ. ბოკერია