დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 253 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 22/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.030.013.913 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.913
საქართველოს საგარეო საქმეთა
მინისტრის ბრძანება №253
2009 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №38 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006 წ., №17, მუხ.197) დამტკიცებულ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი;
გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს „ვ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;
დ) მე-3 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“;
ე) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა.ა) დასავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი;
ა.ბ) ამ მუხლის „ა.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;
ა.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ა.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება;
ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;
ბ) აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ბ.ა) აღმოსავლეთ ევროპისა და ბალკანეთის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;
ბ.ბ) ამ მუხლის „ბ.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;
ბ.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ბ.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური წარმოადგენლობების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება და მუდმივი ხასიათის კონტაქტების დამყარება;
ბ.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;
გ) სუამის ქვეყნებთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
გ.ა) საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სუამის როლის შემდგომი განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
გ.ბ) სუამის საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების კოორდინაცია;
გ.გ) სუამის ორგანოების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;
გ.დ) სუამის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა და სუამის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;
გ.ე) სუამის ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა;
გ.ვ) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუამის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;
გ.ზ) სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები