დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 249 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 156, 22/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.030.013.909 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.909
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №249
2009 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №50 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №50 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009, №25, მუხ.319) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნებთან პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება, მათთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის ხელშეწყობა აღნიშნული რეგიონების ქვეყნებში მიმდინარე პროცესებისა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებების შესწავლის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადების გზით;“;
ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილესა (მოადგილეებსა) და დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;“;
გ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;
დ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი;
ე) მე-3 მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;
ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;
ვ) მე-3 მუხლს დაემატოს 71 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,71. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი გ. ბოკერია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები