„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 246
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 10/02/2015
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.013.907
  • Word
246
08/12/2009
სსმ, 156, 22/12/2009
010.320.020.22.030.013.907
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.013.907

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №246

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №40 ბრძანებით (სსმ III, 08.02.2006 წ., №17, მუხ. 199) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი;

გ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;“;

დ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ე) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.“;

ე) მე-3 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,61. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი    გ. ბოკერია