„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 241
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 22/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.013.901
  • Word
241
08/12/2009
სსმ, 156, 22/12/2009
010.320.020.22.030.013.901
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.013.901

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №241

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №56 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის და ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის №56 ბრძანებით (სსმ III, 06.03.2009 წ., №25, მუხ. 325) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“;

ბ) მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს;“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. სამსახურის უფროსის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი    გ. ბოკერია