,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
მიღების თარიღი 09/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 151, 11/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892
  • Word
44
09/12/2009
სსმ, 151, 11/12/2009
360.050.000.22.023.013.892
,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.050.000.22.023.013.892

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

მინისტრის ბრძანება №44

2009 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,ზოგიერთი დაცული ტერიტორიის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის №729 ბრძანებაში (სსმ III, 18.11.08 წ., №164, მუხ. 1652) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“, ,,ი“, „კ“ და ,,ლ“ ქვეპუნქტები:

,,თ) ,,ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი №8);

ი) ,,მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 9);

კ) ,,ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი №10);

ლ) ,,ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი №11)“.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №52 ბრძანება „ლაგოდეხის ნაკრძალის და აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე

 

 

 

დანართი №8

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

,,ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ წარმოადგენს ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზრვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში და ლაგოდეხის აღკვეთილში დაშვებული და აკრძალული საქმიანობის განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფარგლებში 24258 ჰა ფართობზე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის კატეგორიებში განსაზღვრული რეჟიმით ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლის, აღდგენის, მდგრადი გამოყენების საკითხებსა და დაშვებულ საქმიანობებს.

    მუხლი 3. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ფუნქცონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, მოვლისა და აღდგენის, ამ რესურსების მდგრადი გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობის და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) დაცული ტერიტორიების ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პრობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა.

    მუხლი 4. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი

ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის და ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი განსაზღვრულია ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 5. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი და დაშვებული საქმიანობა.

1. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ფართობი შეადგენს ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ 22295 ჰექტარ ფართობს.

2. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) სტიქიური უბედურების, კატასტროფისა და საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის პერსონალის ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

დ) მონიტორინგის სამუშაოების წარმოება;

ე) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ვ) სახელმწიფო ნაკრძალის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება (სახელმწიფო ნაკრძალის ფიზიკური დაცვა);

ზ) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება.

    მუხლი 6. ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი

ლაგოდეხის აღკვეთილის მდებარეობა და ფართობი განისაზღვრება ,,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხის და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით და შეადგენს   2156 ჰა-ს.

    მუხლი 7. ლაგოდეხის აღკვეთილის ზონირება

გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობის და ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის გათვალისწინებით ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) ვიზიტორთა ზონა;

ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა;

გ) ადმინისტრაციული ზონა.

    მუხლი 8. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონის ფართობი შეადგენს 100,8 ჰექტარს, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ლაგოდეხის სატყეოს №49 კვარტალის №№3, 5 და 7 სატაქსაციო უბნებს, და №56 კვარტალის №№11 და 12 სატაქსაციო უბნებს.

2. ლაგოდეხის აღკვეთილის ვიზიტორთა ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მოვლა და აღდგენა;

ბ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობით საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ი) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

კ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ლ) ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული დაშვება;

მ) დაცვისა და ეკოტურიზმისა და რეკრიაციისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ნ) გადაადგილება ფეხით და ცხენით;

ო) ბილიკების მოწყობა და არსებული გზებისა და ბილიკების მოვლა;

პ) სანიტარიული ჭრა ლაგოდეხის აღკვეთილის საზღვართან არსებული დასახლებულ ადგილებში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მიზნით;

ჟ) ვიზიტორთა ზონაში ყოფნის პერიოდში ვიზიტორთა მიერ პირადი მოხმარების მიზნით სოკოსა და ხილ-კენკრის შეგროვება;

რ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

    მუხლი 9. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 2040,1 ჰა ტერიტორიას, რომელიც მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიას, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიისა.

2. ლაგოდეხის აღკვეთილის ტრადიციული გამოყენების ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

მ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ო) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიული და სპეციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილკენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ჟ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

რ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიო-მასალების მომზადება;

ტ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილმოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

    მუხლი 10. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი, საზღვრები, ადგილმდებარეობა

1. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციული ზონის ფართობი შეადგენს 15,1 ჰა ფართობს და მოიცავს ლაგოდეხის აღკვეთილის ლაგოდეხის სატყეოს №49 კვარტალის მე-11 სატაქსაციო უბანს და №60 კვარტალის მე-12 სატაქსაციო უბანს, გურგენიანის სატყეოს №19 კვარტალის №14 სატაქსაციო უბანს, №21 კვარტალის № 22 სატაქსაციო უბანს, №22 კვარტალის №15 სატაქსაციო უბანს, №27 კვარტალის №№6 და 7 სატაქსაციო უბნებს და №28 კვარტალის №10 სატაქსაციო უბანს.

2. ადმინისტრაციულ ზონაში წარმოდგენილია ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციის ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა – ადმინისტრაციული ეზო, თავლა, რეინჯერთა თავშესაფარი, საპატრულე ცხენებისთვის საძოვარი, სათიბი და ცხენების საკვებისათვის მარცვლოვანი კულტურების მოყვანის მიზნით სახნავი მიწის ფართობი.

3. ლაგოდეხის აღკვეთილის ადმინისტრაციულ ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

ბ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

დ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ე) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ვ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ზ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

თ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო- და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

ი) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

კ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

ლ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

მ) ფეხით და ცხენით გადაადგილება;

ნ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

ო) გზების მოვლა და ბილიკების მოვლა და მოწყობა;

პ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სანიტარიული და სპეციალური ჭრების განხორციელება, პირადი მოხმარების მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა, ველური ხილის სახეობის მერქნიანი მცენარეების მყნობა, საპატრულო ცხენების ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში) თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სოკოსა და ხილკენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ჟ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობისათვის წყლის რესურსებით სარგებლობა;

რ) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

 

დანართი 9

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის 1040 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის საკითხებს.

    მუხლი 3. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ეკოლოგიური განათლების და მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა და აღდგენა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.

    მუხლი 4. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, საერთო ფართობით 1040 ჰა და მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში ცივ-გომბორის მთების სამხრეთ კალთებზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

    მუხლი 5. მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებული საქმიანობა

მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) ვიზიტორების დაშვება სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით;

გ) საგანმანათლებლო საქმიანობა და საგანმანათლებლო მიზნით ბილიკების მოწყობა;

დ) გადაადგილება მხოლოდ ფეხით და ცხენით სპეციალურ ბილიკებზე;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო კონტროლისათვის ღონისძიებათა ჩატარება;

ვ) დაცვის რეჟიმის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

ზ) სამაშველო ღონისძიებების ჩატარება;

თ) სამეცნიერო კვლევისა და მონიტორინგის მიზნით ფოტოხაფანგების დამონტაჟება და აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება;

ი) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება.

დანართი 10

ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ყორუღის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ყორუღის აღკვეთილის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო

ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ყორუღისა აღკვეთილის 2068 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ყორუღის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) ყორუღის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემის ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ყორუღის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევაძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენა.

    მუხლი 4. ყორუღის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

ყორუღის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, საერთო ფართობით 2 068 ჰა და საქართველოს სამხრეთ- აღმოსავლეთ ნაწილში საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მდ. იორის ხეობაში.

    მუხლი 5. ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება

1. აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

2. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

    მუხლი 6. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები

1. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 120,4 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-13 კვ-ის 8-9 ლიტერებს, მე-12 კვ-ის 8-9-9ა-10 ლიტერებს, მე-15 კვარტალის 4დ-4ე-5ა-5ბ-14-15-15ა-16-16ა ლიტერებს.

3. ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირებული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებისა, როგორიც არის სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-, მოტოტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ლ) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება.

    მუხლი 7. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

1. ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

2. ყორუღის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 1946,6 ჰა ფართობს, რომლიც წარმოდგენილია ყორუღის აღკვეთილის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც არ შედის ყორუღის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონები.

3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ)სამოყვარულო, სპორტული და გასართობი თევზაობა;

რ) ყორუღის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა; სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება (ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია; ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;

ტ) ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა.

უ) მკაცრი კონტროლის პირობებში ყორუღის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყორუღის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.

 

დანართი 11

 

ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ივრის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ივრის აღკვეთილის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.

    მუხლი 2. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო

ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ივრის აღკვეთილის 1336 ჰა ფართობის ფარგლებში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.

    მუხლი 3. ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია:

ა) ივრის აღკვეთილის ტერიტორიების ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება;

ბ) ივრის აღკვეთილში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, მისი ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისთვის ხელშეწყობა;

გ) ივრის აღკვეთილში განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა, ცხოველთა, ჭალის ტყის ეკოსისტემისა და ფიჭვნარი ტყეების შენარჩუნება.

2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია:

ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას;

ბ) უზრუნველყოს ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

გ) ხელი შეუწყოს ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში ბუნებრივ გარემოში რეკრეაციის და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

დ) ივრის აღკვეთილის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა;

ე) უზრუნველყოს აღკვეთილის ძირითადი მიზნით განსაზღვრული ჭალის ტყის ეკოსისტემის, დაცვა, მოვლა და აღდგენა.

    მუხლი 4. ივრის აღკვეთილის პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი

ივრის აღკვეთილის ტერიტორია განსაზღვრულია „დაცული ტერიტორიების სტატუსის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, საერთო ფართობით 1 336 ჰა და მდებარეობს საქართველოს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდ. იორის ხეობაში.

    მუხლი 5. ივრის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ ფუნქციონალური ორგანიზაცია და ზონირება

1. აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები.

2. გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით ივრის აღკვეთილის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები:

ა) მკაცრი დაცვის ზონა;

ბ) მართვადი დაცვის ზონა.

    მუხლი 6. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა, მისი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობები

1. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა ეწყობა ბუნებაში მიმდინარე პროცესების, ბუნებრივი გარემოს ხელუხლებელ მდგომარეობაში დაცვის, შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო, შეზღუდული სამეცნიერო და ტურისტული საქმიანობისათვის.

2. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონის საერთო ფართობი შეადგენს 26,6 ჰა ტერიტორიას და მოიცავს მე-5 კვარტალის 14-15-16-18-19 ლიტერებს. სულ მკაცრი დაცვის ზონა შეადგენს 147,0 ჰექტარს.

3. ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი;

ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა;

გ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

დ) საკადასტრო სამუშაოების განხორციელება;

ე) სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნით ვიზიტორთა კონტროლირებადი და რეგლამენტირე-ბული გადაადგილება;

ვ) დაცვის ღონისძიებები, გარდა ისეთი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, როგორიც არის სანიტარული ან/და სპეციალური ჭრები და ამ ჭრებით განსაზღვრული მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების ამოღება და ხანძრებისაგან დაცვის მიზნით ტყეების ჩახერგილობისაგან გაწმენდა;

ზ) სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, საპატრულო/სახანძრო გზებზე და ბილიკებზე ცხენებითა და ავტო-მოტო ტრანსპორტით გადაადგილება;

თ) დაცვის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

ი) გადაადგილების დროს საპატრულო ცხენების ძოვება;

კ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება;

ლ) ფოტოგრაფირება და ვიდეო და აუდიო მასალების მომზადება.

    მუხლი 7. ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა, მათი ფართობი, საზღვრები და დაშვებული და აკრძალული საქმიანობა

1. აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონა ეწყობა გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა, მათ შორის, საქართველოს ,,წითელ ნუსხაში“ შეტანილ სახეობათა დაცვისა და ადამიანის მხრიდან სპეციალური მოვლა და აღდგენა-განახლებითი ღონისძიებების ჩატარებისათვის.

2. ივრის აღკვეთილში მართვადი დაცვის ზონა შეადგენს 1309,4 ჰა ფართობს, რომლებიც წარმოდგენილია ივრის აღკვეთილის ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც არ შედის ივრის აღკვეთილის მკაცრი დაცვის ზონა.

3. მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ:

ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება;

ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

გ) ტყის ეკოსისტემების დაცვა, მოვლა და აღდგენა;

დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა;

ე) საგანმანათლებლო საქმიანობა;

ვ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვება;

ზ) დაცვის, ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მოწყობა;

თ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობა და ცხოველთა სამყაროს აღდგენის მიზნით ვოლიერების მოწყობა;

ი) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობის და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ტრადიციული გამოყენების ზონის ტერიტორიაზე ავტო-, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება;

კ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება;

ლ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება;

მ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა;

ნ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილება;

ო) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება;

პ) გზების მოვლა, ბილიკების მოვლა და მოწყობა;

ჟ)სამოყვარულო, სპორტული და გასართობი თევზაობა;

რ) ივრის აღკვეთილის მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება არამერქნული რესურსებით სარგებლობა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა. სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა, ძოვება(ტყით დაუფარავ ფართობში), საქონლის სატრანზიტო გადარეკვა იმ შემთხვევაში, თუ საქონლის გადარეკვა სხვა მხრიდან შეუძლებელია. ცხოველთა სამყაროსათვის დამატებითი საკვების შექმნის მიზნით ხვნა-თესვა და საკვებური მოედნის მოწყობა, თიბვა, საფუტკრეების მოწყობა, სადაც სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 500 ძირს, სოკოს, ხილ-კენკრის შეგროვება და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობა;

ს) ფოტოგრაფირება და ვიდეო- და აუდიომასალების მომზადება;

ტ) ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონის ტერიტორიაზე მოწყობილ სამონადირეო მეურნეობაში დაშვებულია ნადირობა;

უ) მკაცრი კონტროლის პირობებში ივრის აღკვეთილის მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა.

4. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ივრის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელშემწყობი პირობები. სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.