დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 251 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/11/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 160, 15/11/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.10.003.000.892 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №251
2007 წლის 13 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის თანახმად „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსებისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 1 თებერვლის №16 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების სათაური და პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების, თავდაპირველ და საბოლოო საკონრაქტო ღირებულებას შორის სხვაობისა და დასრულებული ობიექტების მოვლა-პატრონობისათვის თანხის გამოყოფის წესის შესახებ“.
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსების, თავდაპირველ და საბოლოო საკონტრაქტო ღირებულებას შორის სხვაობისა და დასრულებული ობიექტების მოვლა-პატრონობისათვის გათვალისწინებული თანხების ეფექტიანად განაწილების მიზნით:“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები