დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2822 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 152, 14/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.22.024.013.888 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.888
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2822
2009 წლის 9 დეკემბერი
ქ. თბილისი
«საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
«ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 23 ოქტომბრის №1-1/2388 ბრძანებით დამტკიცებული ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულებაში (სსმ III, 28.10.2009, №132, მუხ. 1525) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«2. საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების და ლოგისტიკის დეპარტამენტი ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სამინისტროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) წლიური საბიუჯეტო კანონით სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მათი კოორდინაცია;
დ) სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან ბიუჯეტის პროექტის შესადგენად ფაქტობრივი შესრულების ამსახველი მონაცემების მოთხოვნა და მიღება. საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების განსახილველად და დასამუშავებლად სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან წარმომადგენლების, სპეციალისტების მოწვევა და საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა;
ე) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დამტკიცებულ გეგმებში საჭიროების მიხედვით ცვლილებების მომზადების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ზ) მონაწილეობის მიღება სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამტკიცებულ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანის პროცესში;
თ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის შესაბამისი სამმართველოს ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევებზე რეაგირება;
ი) მომსახურე ბანკების მიერ სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეებისთვის (მიმდინარე ანგარიშების გახსნა) პლასტიკური ბარათების დამზადების უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს ყოველწლიურ სახელმწიფო ბიუჯეტში სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად შესაბამისი სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ლ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სახელმწიფო ქონების იჯარიდან შემოსული თანხების გადარიცხვა სახელმწიფო ბიუჯეტში;
მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მომავალი წლის ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან და სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემიდან შემოსასვლელი თანხების საპროგნოზო პარამეტრების შემუშავება და წარდგენა;
ნ) სამინისტროსა და ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტებში პრივატიზებიდან და სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემიდან შემოსასვლელი თანხების საგეგმო პარამეტრების შედგენა და მისი შესრულების კონტროლი;
ო) სამინისტროში არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე, ურთიერთშედარების განხორციელება «მყიდველთან“ («მოიჯარესთან“), ფინანსური დასკვნების მომზადება საპრივატიზებო ობიექტების შესყიდვის მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ გადახდილი თანხის თაობაზე და სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტისათვის გადაცემა მის მიერ საკუთრების მოწმობის გასაცემად დასკვნების მომზადების მიზნით;
პ) სამინისტროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;
ჟ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;
რ) სამინისტროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანომდებლობით დადგენილი წესით;
ტ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
უ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისა და ეზოს მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
ფ) საჭიროებისამებრ, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარმოდგენის უზრუნველყოფა. სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;
ქ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
ღ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს საწვავით უზრუნველყოფა. სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა საწყობის მეშვეობით;
ყ) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, კონტროლის განხორციელება საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე;
შ) სამინისტროს ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა ბუღალტერიასთან ერთად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ჩ) ზედამხედველობისა და კონტროლის გაწევა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დამხმარე მოსამსახურეებისათვის;
ც) სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება;
ძ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ შერჩეულ მიმწოდებელთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დადება;
წ)კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
ჭ) სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
ხ) შესყიდვების წლიური გეგმის შემუშავება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა კანონით დადგენილი წესით;
ჯ) კვარტალური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის წარდგენა კანონით დადგენილი წესით;
ჰ) დამტკიცებული გეგმის შესაბამისად შესყიდვის საშუალების განსაზღვრა და დოკუმენტაციის მომზადება კანონით დადგენილი წესით;
ჰ.ა) სამინისტროში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ჰ.ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ჰ.გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
ჰ.დ) სამინისტროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ოპერატიული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ჰ.ე) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;“.
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
ქსელებისა და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირება და მართვა;
ბ) კომპიუტერების დადგმა, გაწყობა და ახალი მომხმარებლის ჩართვა შიდა კომპიუტერულ ქსელში. დამატებითი პერიფერიული ან/და ქსელური მოწყობილობების მიერთება შიდა კომპიუტერულ ქსელზე;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევა კომპიუტერულ ტექნიკასთან, კომპიუტერულ პროგრამებთან და ინტერნეტთან მუშაობასთან დაკავშირებით;
დ) მთავარი სერვერის და ფაილსერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ე) სერვერზე ოპერაციული სისტემისა და პროგრამების განახლება. შიდა ქსელის მიერთება გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან). სერვერზე ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის პროგრამების (კოდექსი 2007) ყოველკვირეული განახლება;
ვ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლების კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემების დაყენება-განახლება, საოფისე, ანტივირუსული და სხვა საჭირო პროგრამების ჩაწერა და განახლება. კომპიუტერებისა და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება;
ზ) ადმინისტრირებისათვის ახალი მასალების მოძიება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, რაც დაეხმარება სამინისტროს კომპიუტერული სისტემისა და ქსელის მართვაში.
3. მე-9 მუხლის «ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«ბ) საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის, მთავრობის, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის დავალებებისა და მითითებების შესრულების კონტროლის განხორციელებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციის უფროსისათვის;“.
4. მე-9 მუხლის «ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«ე) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოსამსახურეთა და მოქალაქეთათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდება;“.
5. მე-10 მუხლის «მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, სამინისტროსა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. პოლოლიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები