„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 819
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 08/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 150, 10/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 17/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.013.885
  • Word
819
08/12/2009
სსმ, 150, 10/12/2009
040.030.000.22.033.013.885
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.013.885

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №819

2009 წლის 8 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 მარტის №180 ბრძანებით (სსმ III, 27.03.09, №38, მუხლი 437) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. სააგენტოს მიზანი და ფუნქციები

1. სააგენტოს მიზანია უცხოური კაპიტალის და რესურსის მობილიზება საქართველოში ინვესტიციებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკების მართვის და საინვესტიციო პროექტების დაფინანსების მექანიზმების შემუშავების მეშვეობით.

2. სააგენტოს ფუნქციებია:

ა) ინვესტორების მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებული პოლიტიკური რისკების მართვა;

ბ) საქართველოში შემოსული ინვესტორების ხელშეწყობა სადაზღვევო/საფინანსო კომპანიებიდან/ინსტიტუტებიდან პოლიტიკური რისკების მართვის მომსახურების მიღების და დაფინანსების მოპოვების მიზნით;

გ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებისათვის ხელშეწყობა;

დ) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი