დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 04/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/09/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.210.000.22.022.013.877 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.877
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1100
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის და აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტის გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 26 ოქტომბრის №913 ბრძანების (სსმ III, 27.10.2009წ., №131, მუხ. 1523) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი:
„11. დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამის გრანტის მფლობელი სტუდენტის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელებისა და გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა დაფინანსდება ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაფინანსებული წლების გამოკლებით.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა-ნავე
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები