დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1098 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 149, 04/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.875 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.875
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1098
2009 წლის 4 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., N37, მუხ. 380) დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების:
1. 222 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხვის უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, თუ გადაყვანის წესით ჩარიცხვამდე დაგროვებული უმაღლესი საგანმათლებლო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული კრედიტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული იქნება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც პირი აგრძელებს სწავლას.“;
2. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ და „42“ პუნქტები:
„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ძალაში შესვლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენილი პირი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებამდე, ჩაითვალოს ამ დებულების V1 თავით დადგენილი წესის შესაბამისად აღდგენილად.
42. ამ დებულების 222 მუხლის მე-3 პუნქტის ძალაში შესვლამდე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაყვანის წესით ჩარიცხული პირი ჩაითვალოს ამავე პუნქტის შესაბამისად გადაყვანილად.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები