,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 04/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 149, 04/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.013.873
  • Word
219
04/12/2009
სსმ, 149, 04/12/2009
070.010.010.22.027.013.873
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.010.010.22.027.013.873

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება №219

2009 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008წ., №143, მუხ. 1423) დამტკიცებულ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიუროში შემოსული სააღსრულებო ფურცლები მიიღება და რეგისტრირდება საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ან სპეციალური საკანცელარიო ჟურნალის მეშვეობით. ბიუროში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედებამდე, სააღსრულებო ფურცლების რეგისტრაცია ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით დადგენილი წესით.

3. სააღსრულებო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, გარდა სააღსრულებო მოქმედების ადგილზე შექმნილი და სხვა უწყებებიდან შემოსული დოკუმენტებისა, ბიუროში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედების შემდეგ, ექვემდებარება ამ პროგრამით სავალდებულო რეგისტრაციას.“;

ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. რეგისტრაციისას მიეთითება ბიუროს კოდი, შემდგომ წილადი, შემდეგ წლის ბოლო ორი ციფრი, შემდეგ ტირე, შემდეგ მინიჭებული კოდი, შემდგომ ტირე და ბოლოს, რიგითი ნომერი. (მაგ.: თბილისის სააღსრულებო ბიუროს შემთხვევაში: 01/06-12-343, იმავე რიგითი ნომრით იმერეთის სააღსრულებო ბიუროში: 04/06-12-343 და ა.შ.). რეგისტრაციის და სააღსრულებო ფურცლისათვის (სააღსრულებო წარმოებისათვის) ნომრის მინიჭების ეს წესი გამოიყენება შესაბამის ბიუროში საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ამოქმედებამდე. ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ სააღსრულებო წარმოების რეგისტრაცია და მისთვის ნომრის მინიჭება ხორციელდება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.“;

გ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. კრედიტორის ან წარმომადგენლის განცხადებას, თანდართულ სააღსრულებო ფურცელთან ერთად, ბიუროს უფროსი რეზოლუციით შესასრულებლად აწერს აღმასრულებელს, ხოლო აღმასრულებელი, სააღსრულებო ფურცლის მიღების შემდეგ, რაც დასტურდება აღმასრულებლის ხელმოწერით ან სხვა ელექტრონული საშუალების გამოყენებით, იწყებს სააღსრულებო ფურცელთან დაკავშირებულ სააღსრულებო წარმოებას.

15. აღმასრულებელი კრედიტორის ან რწმუნებულის განცხადებას, სააღსრულებო ფურცელსა და თანდართულ სხვა დოკუმენტაციას აკრავს ყდას და სააღსრულებო წარმოების ნომრად უთითებს ბიუროს სააღსრულებო წარმოებათა სარეგისტრაციო ჟურნალში დაფიქსირებულ წარმოების რეგისტრაციის ნომერს, მაგ., № 01/06-12-343, ან საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით რეგისტრაციის ნომერს. წარმოების გვერდები ინომრება და ნუმერაცია გრძელდება საქმის დასრულებამდე (ყველა დოკუმენტი, მათ შორის, მიმართვა, განცხადება, ოქმი, აქტი და პასუხები, განკარგულებები, თარიღების მიხედვით დანომრილი ინახება საქმეში).“.

2. მე-8 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ი) სააუქციონო მომსახურებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ დახმარების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის განცხადების ან განაცხადის სარეგისტრაციო ჟურნალი.“;

ბ) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს 161 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„161. სააუქციონო მომსახურებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ დახმარების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის განცხადების ან განაცხადის სარეგისტრაციო ჟურნალი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ა) რიგითი ნომერი;

ბ) სააუქციონო მომსახურებისა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ დახმარების გაწევის შესახებ კერძო აღმასრულებლის განცხადების ან განაცხადის (თანდართულ მასალასთან ერთად) სარეგისტრაციო ნომერი (ნომრის მინიჭება ხდება განაცხადის მიმღები სააღსრულებო ბიუროს კოდის, განაცხადის შემომტანი კერძო აღმასრულებლის ლიცენზიის ნომრის, წლის ბოლო ორი რიცხვის და რიგითი ნომრის მიხედვით. მაგ., 01/1/09-777, სადაც: 01 არის თბილისის სააღსრულებო ბიუროს კოდი, 1 – კერძო აღმასრულებლის ლიცენზიის ნომერი, 09 – წელი და 777 – რიგითი ნომერი);

გ) განცხადების ან/და განაცხადის შემომტანი კერძო აღმასრულებლის სახელი, გვარი, ლიცენზიის ნომერი, სამუშაო ადგილის მისამართი, ტელეფონის ნომერი;

დ) განცხადების ან/და განაცხადის შემოსვლის თარიღი;

ე) აღნიშვნა ხარვეზის დადგენისა და მომსახურებაზე ან დახმარებაზე უარის თქმის შესახებ (ასეთის არსებობისას) თარიღის მითითებით;

ვ) მომსახურების ან დახმარების გაწევის შემთხვევაში – მომსახურების ან დახმარების გამწევი პირის ვინაობა, ხელმოწერა და მისთვის განცხადების ან განაცხადისა და თანდართული მასალის გადაცემის თარიღი;

ზ) ჩანაწერი სააუქციონო მომსახურების გაწევის ან აღსრულების პოლიციის სამმართველოს დახმარების შესახებ (შედეგის მითითებით). მომსახურების ან დახმარების გაწევის შემთხვევაში ჩანაწერი უნდა შეიცავდეს მომსახურების ან დახმარების გაწევის დასრულების თარიღს და გამოცემული აქტის (განკარგულების) რეკვიზიტებს.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი