დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1076 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 04/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.872 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.872
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1076
2009 წლის 2 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ქ. ფოთში ფოთის №2 საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობისა და საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ნიკო ნიკოლაძის სახელი და ეწოდოს „ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის №2 საჯარო სკოლა”.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გათვალისწინებულ ქ. ფოთის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ქ. ფოთი
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | ფოთის №1 საჯარო სკოლა | აკაკის ქ. №44 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის №2 საჯარო სკოლა | ნ. ჟვანიას ქ. №7 | დაწ-საბ-საშ |
| 3 | ფოთის №4 საჯარო სკოლა | დ. თავდადებულის ქ. №13 | დაწ-საბ-საშ |
| 4 | ფოთის №5 საჯარო სკოლა | მიქაბერიძის ქ. №5 | დაწ-საბ-საშ |
| 5 | ფოთის №6 საჯარო სკოლა | დავითაიას ქ. №50 | დაწ-საბ-საშ |
| 6 | ფოთის №7 საჯარო სკოლა | ჭყონდიდელის ქ. №33 | დაწ-საბ-საშ |
| 7 | ფოთის №8 საჯარო სკოლა | ლენინგრადის ქ. №10 | დაწ-საბ-საშ |
| 8 | ფოთის №11 საჯარო სკოლა | შავი ზღვის ქ. №6 | დაწ-საბ-საშ |
| 9 | ფოთის №12 საჯარო სკოლა | რუხაძის ქ. №1 | დაწ-საბ-საშ |
| 10 | ფოთის ივ. ჯავახიშვილის სახ. №3 საჯარო სკოლა | აკაკის ქ. №26 | დაწ-საბ-საშ |
| 11 | ფოთის №15 საჯარო სკოლა | აღმაშენებლის ქ. №16 | დაწ-საბ-საშ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები