დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1066 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 01/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.013.870 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.013.870
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1066
2009 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2007 წ., №32, მუხ: 388) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს პირის მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან ტრიმესტრის/ტრიმესტრების, ასევე საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და ექსტერნატის გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას.
2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.“;
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის, ხოლო საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების შემთხვევაში, იმ კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს, რომელშიც შემავალი საგნის/საგნების დაძლევა უნდა მოხდეს ექსტერნატის ფორმით და თუ მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.“;
3. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი).
2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წერითი ფორმით და მას ატარებს სკოლა, გარდა ამ მუხლის 31, 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
4. მე-3 მუხლს დაემატოს 31, 32 და 33 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,31. საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის/კლასების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, გარდა ამ მუხლის 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ატარებს ამ მუხლის 32 პუნქტის საფუძველზე განსაზ-ღვრული რესურსცენტრი.
32. სამინისტრო, ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც გამოცემიდან არა უგვიანეს 2 დღისა ეგზავნება ყველა რესურსცენტრს, განსაზღვრავს:
ა) რესურსცენტრებს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან ჩაატარონ საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის/კლასების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა, გარდა ამ მუხლის 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
ბ) იმ რესურსცენტრებს, რომელთა მიერ დარეგისტრირებულმა ექსტერნებმა, ექსტერნატის გამოცდა უნდა ჩააბარონ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ერთ-ერთ რესურსცენტრში.
33. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის – რუსულის, სომხურის, აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენისა და ლიტერატურის ექსტერნატის გამოცდას, ატარებს ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სკოლა.“;
5. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი ცალკეული საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – გამოცდების ეროვნული ცენტრი).“;
6. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება შესაბამისი კლასისათვის/ტრიმესტრისათვის ,,ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 28 სექტემბრის №841 ბრძანებით (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) გათვალის-წინებულ ყველა სავალდებულო საგანში და ექსტერნის მიერ არჩევითი საგნებიდან შერჩეულ საგანში/საგნებში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისისა.“;
7. მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 და 21 პუნქტები;
8. მე-4 მუხლს დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,31. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის გამოცდის შემთხვევაში, პირი არ არის უფლებამოსილი არჩევითი საგნის გამოცდა ჩააბაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საგნებში.
32. მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის ფიზიკური, შრომითი და ესთეტიკური აღზრდის საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის გაცდენების დაგროვების შემთხვევაში, აღნიშნული საგნის ზოგადსაგანმანთლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, სკოლის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ატარებს ის სკოლა, რომელშიც სწავლობს მოსწავლე.“;
9. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც ექსტერნატის გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში და უცხო ენებში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით.“;
10. მე-4 მუხლს დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,51. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის შინაარსს, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, განსაზღვრავს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს ექსტერნატის გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგებას.“;
11. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სკოლა, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების დაძლევის გამოცდები, ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით;
ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით.“;
12. მე-5 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) თუ პირის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, რამდენიმე კლასის ან/და ტრიმესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება გაერთიანებულად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისა.“;
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და ამ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით.“;
13. მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
14. მე-5 მუხლს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,4. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა თითოეულ საგანში ტარდება ცალ-ცალკე.“.
15. მე-6 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარ-მომადგენელი, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით:
ა) თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადება შეიტანება იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს შესაბამისი სკოლა;
ბ) თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადება შეიტანება ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად.
2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მიზნით რესურსცენტრს უნდა წარედგინოს:
ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირის ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მიეთითება:
ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონის ნომერი);
ა.ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასი/კლასები, ტრიმესტრი/ტრიმესტრები ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა ექსტერნატის ფორმით დაძლევა სურს პირს;
ა.გ) ენა, რომელზეც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს სურს ექსტერნატის გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ა.დ) უცხო ენა/ენები, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
ა.ე) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი საგანი/საგნები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს;
ა.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული არჩევითი საგანი/საგნები, რომლის ჩაბარებაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველს.
ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასე-ბის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ზოგადი განათლების იმ კლასის/ტრიმესტრის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უსწრებს ექსტერნატის ფორმით დასაძლევ კლასს/ტრიმესტრს. იმ შემთხვევაში თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს „საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენ-ტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 დეკემბრის №1163 ბრძანებით დადგენილი წესით;
დ) საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე რეგისტრაციის შემთხვევაში, სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით.
3. რესურსცენტრი, ექსტერნების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ექსტერნად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. რესურსცენტრის გადაწყვეტილება პირის ექსტერნად რეგისტრაციის შესახებ ფორმდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც თითოეული ექსტერნისათვის შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
ა) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების, ტრიმესტრის/ტრიმესტრების ან/და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით;
ბ) ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალ საგანს/საგნებს, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნს;
გ) უცხო ენას/ენებს, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში;
დ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და 33 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, რომელმაც უნდა ჩაატაროს ექსტერნატის გამოცდა;
ე) ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში იმ სკოლის სახელწოდებას და მისამართს, სადაც რესურსცენტრი ატარებს ექსტერნატის გამოცდას.“.
16. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. ექსტერნატის გამოცდის ორგანიზება
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და 33 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში ექსტერნატის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული, ამავე რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლის მიერ.
2. რესურსცენტრი, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ სკოლას, მის მიერ ჩასატარებელ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით, უგზავნის ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას.
3. რესურსცენტრი, ექსტერნატის გამოცდებში მონაწილე ექსტერნებთან დაკავშირებით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2, 33 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდებში მონაწილე ექსტერნებისა, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმი-ნისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს, მისი გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აგზავნის სამინისტროში.
4. რესურსცენტრი, ამ დებულების მე-3 მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მისთვის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში შესაბამის რესურსცენტრს უგზავნის ექსტერნების მიერ წარ-მოდგენილ ყველა დოკუმენტაციას და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს.
5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ დებულების მე-6 მუხლის მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხდებისა და ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის ასლებს უგზავნის გამოცდების ეროვნულ ცენტრს და უზრუნველყოფს მის ხელ-მისაწვდომობას.
6. ამ დებულების მე-3 მუხლის 32 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული რესურსცენტრი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში გამოცდების ეროვნულ ცენტრს უგზავნის მოთხოვნას საშუალო საფეხურის მე-10-მე-11 კლასებისა და ამ კლასებში შემავალი საგნების საგამოცდო ტესტების დამზადების შესახებ და აწვდის შევსებულ ანკეტას, რომლის ფორმას, გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამინისტრო.
7. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის ჩატარების უზრუნველყოფისათვის, ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ ექსტერნატის გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით.
8. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის რესურსცენტრის მიერ ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე საგამოცდო ტესტებს ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
9. რესურსცენტრი, საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით, ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 დღით ადრე უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი და დამზადებული საჭირო რაოდენობის საგამოცდო ტესტებისა და შესაბამისი პასუხების გამოცდების ეროვნული ცენტრიდან წაღებას.
10. რესურსცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი პასუხისმგებელია საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრულ დაცვაზე.
11. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის/გამოცდების ეროვნული ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის ან რესურსცენტრის შენობაში (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი).“.
17. დაემატოს 71 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 71. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადები და ექსტერნატის გამოცდის განრიგი
1. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადებს, ასევე საშუალო საფეხურის ცალკეული კლასის/კლასების და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარების განრიგს და ამ დებულების მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით გამოცდის დაწყებისა და დასრულების დროს, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გამონაკლისისა, ადგენს სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადების დაცვით, ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 და 33 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის ჩატარების განრიგს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს შესაბამისი სკოლის დირექტორი.
3. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდის ჩატარების განრიგს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების ვადებში ზოგადი განათლების რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის/საგნის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის შესაძლებლობა.
5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ან ამ კლასში შემავალი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს მაისის თვისა, ხოლო ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/ ტრიმესტრის/ტრიმესტრების და საშუალო საფეხურის ცალ-კეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა – წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს აგვისტოს თვისა.
6. ფორს-მაჟორული გარემოების არსებობისას, გამოცდების ეროვნული ცენტრი/რესურსცენტრი/სკოლა ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამინისტროს. ექსტერნატის გამოცდა ტარდება ამ გარემოების დასრულებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში, სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი თარიღის შესაბამისად. ექსტერნატის გამოცდის ჩატარების მიზნით, გამოცდების ეროვნული ცენტრი ამ დებულების მე-7 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად უზრუნველყოფს ახალი საგამოცდო ტესტების შექმნას.“.
18. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ექსტერნატის გამოცდაზე დასწრება
1. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების მიმდინარეობისას საგამოცდო ცენტრში დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:
ა) სამინისტროსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები;
ბ) მეთვალყურე – გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ექსტერნატის გამოცდის ჩატარების პროცესს.
2. საგამოცო ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.
მუხლი 9. ექსტერნატის გამოცდის პროცედურა
1. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება.
2. საგამოცდო ცენტრში ექსტერნი უნდა გამოცხადდეს ექსტერნატის გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია.
3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ დოკუმენტი უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარი წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან.
5. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ასევე ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის გარეშე ექსტერნი ექსტერნატის გამოცდაზე არ დაიშვება.
6. ექსტერნატის გამოცდაზე გამოუცხადებლობა ექსტერნს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ექსტერნატის გამოცდის ჩატარება, მიუხედავად იმისა გამოცდაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა.
7. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმო-წერით.
8. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლება-მოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება.
9. ექსტერნატის გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში იწყება და მთავრდება ერთდროულად.
10. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხლებით.
11. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავა-ლებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ.
12. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება, ილუქება და იგზავნება გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან შესაბამის რესურსცენტრში.
მუხლი 10. ექსტერნის ვალდებულებები
1. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდებზე ექსტერნი ვალდებულია:
ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე;
ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი);
გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში;
დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი.
2. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოც-დის მსვლელობისას ექსტერნს უფლება აქვს თან იქონიოს:
ა) წყალი;
ბ) პირადი ჰიგიენის საგნები;
გ) ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
3. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება:
ა) მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა;
ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;
გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე...) მელნის გამოყენება, აგრეთვე, პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან;
დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა;
ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად;
ვ) სამუშაო მაგიდაზე ტესტურ დავალებათა რვეულის, პასუხების ფურცლის, საწერი კალამის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარდა სხვა ნივთების მოთავსება;
ზ) საგამოცდო ტესტზე მუშაობის დაწყება მეთვალყურის მითითების გარეშე;
თ) საგამოცდო დროის ამოწურვის შემდეგ საგამოცდო ტესტზე მუშაობის გაგრძელება.
მუხლი 11. საგამოცდო პროცესის კონტროლი
1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების გარდა სხვა ნივთების აღმოჩენისა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება.
2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ“-,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება ექსტერნატის გამოცდიდან.
4. გაფრთხილების გარეშე ექსტერნის მოხსნა ექსტერნატის გამოცდიდან შესაძლებელია:
ა) ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აპარატურის აღმოჩენის შემთხვევაში;
ბ) წესრიგის უხეში დარღვევის, საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცყოფის ან სხვა მსგავს შემთხვევაში.
5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნ-ქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა დამტკიცებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის/რესურსცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.
19. დაემატოს 111 და 112 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. ექსტერნების ნაშრომების გასწორება
1. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე ექსტერნის შეფასება ხდება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შექმნილი საგამოცდო კომისიის მიერ გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
2. ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების შემთხვევაში რესურსცენტრი, ექსტერნის საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცლების გასწორებას ახდენს შრომითი ხელშკრულების საფუძველზე დაქირავებული გამსწორებლების მიერ გამოცდის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში. გამსწორებლები პასუხების ფურცელში მითითებულ მონაცემებს უდარებენ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ რესურ-სცენტრისათვის მიწოდებულ შესაბამისი საგამოცდო ტესტის სწორ პასუხებს.
3. რესურსცენტრის მიერ მოწვეულ გამსწორებლებს საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი გადაეცემათ კოდირებული ფორმით. გამსწორებლებისთვის არ უნდა იქნეს ცნობილი იმ ექსტერნის სახელი და გვარი, რომელმაც შეავსო საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი.
4. საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებულ იქნება ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან) არ გასწორდება.
5. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცელი არ გასწორდება.
6. რესურსცენტრი და გამოცდების ეროვნული ცენტრი, ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 7 დღისა, უზრუნველყოფენ რესურსცენტრის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდაზე გამოყენებული საგამოცდო ტესტებისა და საგამოცდო ტესტის პასუხების განთავსებას საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდების შემთხვევაში, გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნის საგამოცდო ტესტის პასუხების ფურცლების გასწორებას უზრუნველყოფს გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში.
მუხლი 112. ექსტერნის შეფასება
1. ექსტერნის შეფასება ხდება 10-ქულიანი სისტემის მეშვეობით.
2.ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნმა თითოეულ საგამოცდო საგანში უნდა მიიღოს შეფასება არანაკლებ 4 ქულისა, დამრგვალების გარეშე. ზოგადი განათლების კლასის/ტრიმესტრის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის ექსტერნის მიერ საგამოცდო საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამრგვალების შედეგად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5.1 ქულას.
3. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის წარმატებით დაძლევისათვის ექსტერნის მიერ შესაბამისი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაში მიღებული შეფასება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამრგვალების შედეგად უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5 ქულას.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოცდო საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული მრგვალდება ათეულის სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6-ზე, 7.58 მრგვალდება 7.6-ზე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-ზე). აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როცა შეფასება, რომელიც მეტია 5.0-ზე და ნაკლებია 5.1-ზე მრგვალდება 5.1-მდე.
5. საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაში მიღებული შეფასება მრგვალდება ერთეულების სიზუსტით (მაგალითად, შეფასება, რომელიც მეტია 4.0-ზე და ნაკლებია 5.0-ზე მრგვალდება 5-მდე).“.
20. მე-12 და მე-13 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. ექსტერნატის გამოცდის შედეგები
1. სკოლის დირექტორი/რესურსცენტრის უფროსი/გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამ დებულების 111 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 დღისა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ექსტერნატის გამოცდების შედეგებს, კერძოდ:
ა) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდა დაძლიეს წარმატებით;
ბ) ექსტერნატის გამოცდაზე მიღებული შეფასებების მითითებით იმ ექსტერნების ნუსხას, რომლებმაც ექსტერნატის გამოცდები ვერ დაძლიეს.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში იმ რესურსცენტრში, რომელშიც პირი დარეგისტრირდა ექსტერნად, აგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს.
3. გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნატის გამოცდების ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში სამინისტროში წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს და პირთა ნუსხას, რომლებმაც მოიპოვეს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
4. ექსტერნს უფლება აქვს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაში შემავალი საგნის/საგნების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაში მიღებული დადებითი შედეგები გამოიყენოს უვადოდ.
5. ექსტერნების განცხადებები, წერითი ნამუშევრები, ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებული და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია ინახება იმ რესურსცენტრში, რომელმაც ჩაატარა გამოცდა. სკოლის მიერ ჩატარებულ ექსტერნატის გამოცდაზე შექმნილი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია ინახება შესაბამის სკოლაში. იმ ექსტერნებთან დაკავშირებული განცხადებები და ექსტერნების მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია, რომელთაც ჩააბარეს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ექსტერნატის გამოცდები, ინახება იმ რესურსცენტრში, რომელშიც პირი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო მათი საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია – გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მუხლი 13. გასაჩივრების წესი
1. ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება სამინისტროში ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
2. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები წარედგინება შემდეგი წესით:
ა) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2, 31 და 33 პუნქტებით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით – სამინისტროში, გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში;
ბ) ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებით – სამინისტროში, ექსტერნატის გამოცდის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.
3. ექსტერნატის გამოცდასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის მიზნით სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქნება საპრეტენზიო საბჭო (შემდგომში – საბჭო). ამავე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და საბჭოს მდივანი.
4. საბჭო განიხილავს სკოლის/რესურსცენტრის/გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვე-ვებთან და ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს.
5. საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვა-ლეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
6. საბჭო პრეტენზიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ამ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი საპრეტენზიო განაცხადების წარდგენიდან დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
7. საბჭოს უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. საბჭოს გადაწყვეტილებები აისახება შესაბამისი სხდომის ოქმში, რომელიც მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით და რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
8. საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებული საბჭოს გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
21. დაემატოს 131 და 132 მუხლები შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 131. ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევების გასაჩივრება
1. ექსტერნატის გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადი ექსტერნის მიერ წარდგენილ უნდა იქნას სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
2. ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევების თაობაზე ექსტერნის მიერ წარდგენილი დასაბუთებული საპრეტენზიო განაცხადი შეიძლება ეხებოდეს:
ა) პრეტენზიის წარმდგენი ექსტერნის უფლებების დარღვევას ექსტერნატის გამოცდის მონაწილე სხვა პირის მიერ;
ბ) სხვა ექსტერნის მიმართ ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევას გამოცდის პროცესის მონაწილე სხვა პირების მიერ (ექსტერნისათვის დახმარების აღმოჩენა და ა.შ).
3. ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში საბჭომ შეიძლება მიიღოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე ქვემომოყვანილი გადაწყვეტილება:
ა) ექსტერნის უფლებების დარღვევის დადასტურებისას – მისი ნაშრომის გასწორების თაობაზე (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში);
ბ) ექსტერნის მიერ ექსტერნატის გამოცდის პროცედურული დარღვევისას – მისი ნაშრომის არ შეფასების თაობაზე;
გ) ექსტერნატის გამოცდის პროცესის მონაწილის მიერ საგამოცდო პროცედურის დარღვევისას – მისი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე.
4. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რესურსცენტრი/გამოცდების ეროვნული ცენტრი ექსტერნატის გამოცდის პროცესის მონაწილესთან შეწყვეტს ხელშეკრულებას და არ აუნაზღაურებს ექსტერნატის გამოცდის პროცედურის დარღვევის დღესა და შემდგომ დღეებში შესრულებულ სამუშაოს.
5. სამინისტრო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების განმცხადებლებისათვის, ასევე შესაბამისი სკოლის/რესურსცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.
მუხლი 132. ექსტერნატის გამოცდის შედეგების გასაჩივრება
1. ექსტერნატის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული ექსტერნის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ საკითხის/დავალების შესახებ, რომლის თაობაზეც წარდგენილია საპრეტენზიო განაცხადი. საბჭო იხილავს მხოლოდ იმ საკითხის/დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში საკითხზე/დავალებაზე მითითების არ არსებობის შემთხვევაში, განიხილება ექსტერნის ნამუშევარში შემავალი ყველა საკითხის/დავალების შეფასების სისწორე.
2. სამინისტრო უზრუნველყოფს საბჭოს გადაწყვეტილებების განმცხადებლებისათვის, ასევე შესაბამისი სკოლის/რესურსცენტრისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის გაცნობას საპრეტენზიო განაცხადების განხილვის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 დღის ვადაში.“.
22. მე-14 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ექსტერნატის ფორმით განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა ექსტერნატის გამოცდისა და გასაჩივრების შედეგების საფუძველზე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე სრული ზოგადი განათლების ატესტატებს ავსებს სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტი და შევსებულ ატესტატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც დაინტერესებული პირი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
23. ამოღებულ იქნეს მე-15 მუხლი;
24. მე-16 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„3. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდები შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ 2009-2010 სასწავლო წლის დასასრულამდე.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები