„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1064
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 01/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 148, 01/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 28/07/2011
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.868
  • Word
1064
01/12/2009
სსმ, 148, 01/12/2009
430.210.000.22.022.013.868
„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.013.868

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №1064

2009 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დიპლომის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 24 მარტის №162 ბრძანებაში (სსმ III, 26.03.2009 წ. №37, მუხ. 423) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დამტკიცდეს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – დიპლომის თანდართული ფორმები (დანართები №2, №3, №4)“.

2. ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დიპლომის გაცემის წესის (შემდგომში წესი) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დიპლომის მიღებაზე უფლებამოსილი პირები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გასცეს დიპლომი იმ პირებზე, რომელთაც:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებით მიენიჭათ ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია (დანართი №2);

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის ან საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს მიერ მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი (დანართი №3);

გ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე დაასრულეს ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭათ შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებით მოიპოვეს უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება, მაგრამ არ მიუღიათ იგი (დანართი №4).“

3. წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილი პირი

1. ამ წესის დანართი №2 და დანართი №3-ით გათვალისწინებული დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც უფლება აქვს გასცეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ამ წესის დანართი №4-ით გათვალისწინებული დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილია ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც/რომლის სტრუქტურულმა ერთეულმა/ფილიალმა მოახდინა აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭება ან მისი უფლებამონაცვლე.

3. დიპლომის გაცემაზე უფლებამოსილი პირი, ამ წესის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს დიპლომის კონკრეტული ფორმების შემუშავებას, დიპლომების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას, აგრეთვე დიპლომის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დადგენას.

4. წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დიპლომის სხვადასხვა ენაზე შედგენისას, დიპლომის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების მიერ უნდა გაკეთდეს ხელმოწერები, რომელსაც ისინი იყენებენ საქმიან ურთიერთობებში.“

5. წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დიპლომის სავალდებულო რეკვიზიტები

1. ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭებისას პირზე გაიცემა დიპლომი, რომლის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე;

ბ) მითითება „ბაკალავრის დიპლომი“, „დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის დიპლომი“, „მაგისტრის დიპლომი“, ”დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი“ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან კვალიფიკაციის შესაბამისად;

გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე);

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;

ვ) აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ფაკულტეტის სახელწოდება;

ზ) აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, წელი, თვე, რიცხვი;

თ) პირის სახელი, გვარი, რომელსაც მიენიჭა ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია;

ი) სპეციალობის დასახელება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის სახელწოდება არ ემთხვევა სპეციალობის დასახელებას);

კ) ფაკულტეტის დეკანის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;

ლ) რექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;

მ) ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი;

ნ) დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი);

ო) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი;

პ) დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი, ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) მიერ დიპლომის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.

2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე პირზე გაიცემა დიპლომი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) მითითება „დოქტორის დიპლომი”;

ბ) დოქტორის აკადემიური ხარისხის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მინიჭების შემთხვევაში – ფაკულტეტის სახელწოდება;

გ) დოქტორის აკადემიური ხარისხის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მინიჭების შემთხვევაში – ფაკულტეტის დეკანის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;

დ) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნომერს,წელს, თვეს, რიცხვს;

ე) პირის სახელს და გვარს, რომელსაც მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი.

3. ამ წესის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებზე გაიცემა დიპლომი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“, „დ“, „ე“, „ზ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“და „პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:

ა) მითითება „უმაღლესი განათლების დიპლომი“;

ბ) აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მიმნიჭებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის/ფილიალის სახელწოდება;

გ) პირის სახელი, გვარი, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე დაასრულა ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღი;

ე) სპეციალობის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) თუ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს რომელიმე ფაკულტეტი, ფაკულტეტის დეკანის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს გასცეს დიპლომი, რომელიც ამ წესით დადგენილი დიპლომის სავალდებულო რეკვიზიტების გარდა, შესაძლებელია შეიცავდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.”

6. წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

    მუხლი 51. დიპლომის დუბლიკატის გაცემა

1. დუბლიკატი – დედნის ძალის მქონე დიპლომის მეორე ცალი (შემდგომში - დუბლიკატი), რომელიც გაიცემა იმ პირზე, რომლის დიპლომი დაიკარგა, განადგურდა ან გახდა გამოსაყენებლად უვარგისი.

2. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი არიან ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირები. დუბლიკატს ხელს აწერს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი.

3. დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირები, ამ წესის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ დუბლიკატის კონკრეტული ფორმების შემუშავებას, დუბლიკატების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრასა და პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებას, აგრეთვე დუბლიკატების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დადგენას.

4. დუბლიკატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-4 მუხლით განასზღვრულ მოთხოვნებს.

5. დუბლიკატის სავალდებულო რეკვიზიტებია:

ა) დუბლიკატის გარეკანზე რელიეფური ფორმით გაკეთებული წარწერა „დუბლიკატი”;

ბ) წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დუბლიკატის სახიან მხარეს ზედა ცენტრალურ ადგილზე;

გ) დუბლიკატის გამცემი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6 ციფრი;

ე) დაკარგული, განადგურებული ან გამოსაყენებლად უვარგისი შესაბამისი დიპლომის ფორმისათვის ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული სავალდებულო რეკვიზიტების თაობაზე ინფორმაცია, გარდა მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „კ“, „ლ“, „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციისა;

ვ) სხვა დამატებითი ინფორმაცია, რაც მითითებული იყო დიპლომში და რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით;

ზ) დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, ბეჭედი, რექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა;

თ) ადგილი, სადაც გაიცა დუბლიკატი;

ი) დუბლიკატის გაცემის თარიღი (წელი,თვე,რიცხვი);

კ) დუბლიკატის სარეგისტრაციო ნომერი დიპლომის რეგისტრაციის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში.

6. თუ კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ დგინდება დაკარგული, განადგურებული ან გამოსაყენებლად უვარგისი დიპლომის ფორმისათვის განსაზღვრული სავალდებულო რეკვიზიტების შესაბამისი სრული ინფორმაცია, დუბლიკატის გაცემაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დუბლიკატში ასახოს მხოლოდ ის ინფორმაცია, რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. იმ დიპლომის დუბლიკატის მოთხოვნის შემთხვევაში, რომლის ფორმაც განსხვავდება ამ ბრძანების დანართები №2, №3, №4-ით დამტკიცებული დიპლომის ფორმებისაგან, ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ნაცვლად დუბლკატში მიეთითება ის ინფორმაცია, რომელსაც შეიცავდა დაკარგული, განადგურებული ან გამოსაყენებლად უვარგისი დიპლომი და რომლის დადასტურებაც შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დიპლომისა და დუბლიკატის რეგისტრაციის მიზნით აწარმოებს ერთიან რეესტრს.

7. წესის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. დიპლომის ფორმის, გაცემული დიპლომის, დუბლიკატისა და გაცემული დუბლიკატის თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამტკიცებული დიპლომის/დუბლიკატის ფორმა/ფორმები გამოაქვეყნოს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე და ერთი ეგზემპლარი წარადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში (შემდგომში – ცენტრი).

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრის მიერ წარმოებულ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი), ინტერაქტიული ბაზის მეშვეობით, დიპლომის/დუბლიკატის შევსებიდან 10 დღის ვადაში მოახდინოს კონკრეტულ პირზე მის მიერ გაცემული დიპლომის/დუბლიკატის ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დიპლომის სერია (ლათინური ასოებით), ინდივიდუალური ნომერი და ინფორმაციის შეტანა დიპლომით მინიჭებული/დუბლიკატში ასახული აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის თაობაზე, აგრეთვე, აღნიშნულ ინფორმაციაში ცვლილების შეტანისას - რეესტრში ასახოს შესაბამისი ცვლილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ცენტრს წარუდგენს აგრეთვე წერილობითი სახით, ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამისად.

 4. ცენტრისათვის წარდგენილი და ინტერაქტიულ ბაზაში შეყვანილი ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე პასუხისმგებელია შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.”

7. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №2

„ბაკალავრის დიპლომის“, „დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის დიპლომის“, „მაგისტრის დიპლომის“, „დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომის“ ფორმა

დიპლომი უნდა შეიცავდეს:

წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე; მითითება „ბაკალავრის დიპლომი“, „დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის დიპლომი“, „მაგისტრის დიპლომი“, „დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი“ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან კვალიფიკაციის შესაბამისად; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გარეშე); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი; აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მიმნიჭებელი ფაკულტეტის სახელწოდება; აკადემიური ხარისხისა/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი,წელი, თვე, რიცხვი; პირის სახელი, გვარი, რომელსაც მიენიჭა ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ვეტერინარის, მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია; სპეციალობის დასახელება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისანიჭებელი აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის სახელწოდება არ ემთხვევა სპეციალობის დასახელებას); ფაკულტეტის დეკანის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა; რექტორის სახელი და გვარი, (გარკვევით), ხელმოწერა; ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი; დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი; დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი, ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) მიერ დიპლომის რეგისტაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.

დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

 – დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;

 – დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - „სფს“.“

8. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №3

„დოქტორის დიპლომის” ფორმა

დიპლომი უნდა შეიცავდეს:

წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე; მითითება „დოქტორის დიპლომი“; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება(ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის გარეშე); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი; დოქტორის აკადემიური ხარისხის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მინიჭების შემთხვევაში – ფაკულტეტის სახელწოდება; დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, წელი, თვე, რიცხვი; პირის სახელი, გვარი, რომელსაც მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი; დოქტორის აკადემიური ხარისხის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ მინიჭების შემთხვევაში – ფაკულტეტის დეკანის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა; რექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა; ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი; დიპლომის გაცემის თარიღი (წელი, რიცხვი, თვე); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი; დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი, ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) მიერ, დიპლომის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.

დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

 – დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;

 – დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები - “სფს’’.”

9. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №4 :

„დანართი №4

„უმაღლესი განათლების დიპლომის” ფორმა

დიპლომი უნდა შეიცავდეს:

წარწერა „საქართველო“, რომელიც უნდა განთავსდეს დიპლომის ზედა ცენტრალურ ადგილზე; მითითება „უმაღლესი განათლების დიპლომი“; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული სახელწოდება (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითების გარეშე); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლოგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში); უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი; აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მიმნიჭებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის/ფილიალის სახელწოდება; აკადემიური ხარისხის/კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ნომერი, წელი, თვე, რიცხვი; პირის სახელი, გვარი, რომელმაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე დაასრულა ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა და მიენიჭა შესაბამისი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღი; სპეციალობის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თუ შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს რომელიმე ფაკულტეტი, ფაკულტეტის დეკანის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა; რექტორის სახელი და გვარი (გარკვევით), ხელმოწერა; ადგილი, სადაც გაიცა დიპლომი; დიპლომის გაცემის თარიღი (წელი,თვე,რიცხვი); უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბეჭედი; დიპლომის სარეგისტრაციო ნომერი, ფაკულტეტის (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების) მიერ დიპლომის რეგისტრაციის მიზნით წარმოებულ რეესტრში.

დიპლომის ფორმაზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს:

 – დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით;

 – დიპლომის სერია (ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი;

– საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი;

 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები – „სფს“’.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ნ. გვარამია