დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/11/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.860 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.860
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №792
2009 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009, №145, მუხ.1695) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIII თავი და 52-ე მუხლი:
„თავი XIII
გარდამავალი დებულებები
მუხლი 52. გარდამავალი დებულებები
ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული დებულებები არ ვრცელდება იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც 2009 წლის 1 დეკემბრისათვის მუშაობდნენ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში და ინიშნებიან სამსახურში შესაბამის თანამდებობებზე.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
კ. ბაინდურაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები