დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1051 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 148, 01/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.859 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.859
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1051
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუმაასტურის საჯარო სკოლას შეეცვალოს სახელწოდება და ეწოდოს „სოფ. დუმასტურის საჯარო სკოლა“.
2. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუმასტურის საჯარო სკოლას დაემატოს ზოგადი განათლების მესამე – საშუალო საფეხური და სწავლება განახორციელოს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურებზე.
3. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გათვალისწინებულ ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ახმეტის მუნიციპალიტეტი
| № | სახელწოდება | მისამართი | საფეხური |
| 1 | ახმეტის №1 საჯარო სკოლა | ჩოლოყაშვილის ქ. №62 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | სოფ. ნადუქნარის საჯარო სკოლა | სოფ. ნადუქნარი | დაწ-საბ |
| 3 | სოფ. საკობიანოს საჯარო სკოლა | სოფ. საკობიანო | დაწ-საბ-საშ |
| 4 | სოფ. აწყურის საჯარო სკოლა | სოფ. აწყური | დაწ-საბ-საშ |
| 5 | სოფ. ქვემო ალვანის საჯარო სკოლა | სოფ. ქვემო ალვანი | დაწ-საბ-საშ |
| 6 | სოფ ოჟიოს საჯარო სკოლა | სოფ. ოჟიო | დაწ-საბ-საშ |
| 7 | სოფ. ქისტაურის საჯარო სკოლა | სოფ. ქისტაური | დაწ-საბ-საშ |
| 8 | სოფ. დუმასტურის საჯარო სკოლა | სოფ. დუმასტური | დაწ-საბ-საშ |
| 9 | ახმეტის №2 საჯარო სკოლა | ყაზბეგის ქ. №35 | დაწ-საბ-საშ |
| 10 | ახმეტის №3 საჯარო სკოლა | ჭავჭავაძის ქ. №15 | დაწ-საბ-საშ |
| 11 | სოფ. ბირკიანის საჯარო სკოლა | სოფელი ბირკიანი | დაწ-საბ-საშ |
| 12 | სოფ. მაღრაანის საჯარო სკოლა | სოფელი მაღრაანი | დაწ-საბ-საშ |
| 13 | სოფ. არგოხის საჯარო სკოლა | სოფელი არგოხი | დაწ-საბ |
| 14 | სოფ. ფიჩხოვანის საჯარო სკოლა | სოფელი ფიჩხოვანი | დაწ-საბ |
| 15 | სოფ. ყვარლისწყალის საჯარო სკოლა | სოფელი ყვარლისწყალი | დაწ-საბ |
| 16 | სოფელ მატნის №1 საჯარო სკოლა | სოფელი მატანი | დაწ-საბ-საშ |
| 17 | სოფელ მატნის №2 საჯარო სკოლა | სოფელი მატანი | დაწ-საბ-საშ |
| 18 | სოფ. ზემო ალვანის №1 საჯარო სკოლა | სოფელი ზემო ალვანი | დაწ-საბ-საშ |
| 19 | სოფ. ზემო ალვანის №2 საჯარო სკოლა | სოფელი ზემო ალვანი | დაწ-საბ-საშ |
| 20 | სოფ. ხორხელის საჯარო სკოლა | სოფელი ხორხელი | დაწ-საბ |
| 21 | სოფ. დუისის საჯარო სკოლა | სოფელი დუისი | დაწ-საბ-საშ |
| 22 | სოფ. ჯოყოლოს საჯარო სკოლა | სოფელი ჯოყოლო | დაწ-საბ-საშ |
| 23 | სოფ. ოსიაურის საჯარო სკოლა | სოფელი ოსიაური | დაწ-საბ |
| 24 | სოფ. კასრისწყალის საჯარო სკოლა | სოფელი კასრისწყალი | დაწ-საბ-საშ |
| 25 | სოფ. ომალოს საჯარო სკოლა | სოფელი ომალო | დაწ-საბ-საშ |
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები