დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 781 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 781, 30/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.013.857 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.013.857
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №781
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებაში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 8 ივნისის №381 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესში“ (სსმ III, 10.06.04, №59, მუხ.515) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების (გარდა საგამოძიებო სამსახურისა) იარაღით და საბრძოლო მასალით მომარაგება, ცენტრალიზებული აღრიცხვა, საერთო პასუხისმგებლობა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ, ხოლო ადგილებზე – უშუალოდ დაწესებულების ხელმძღვანელებისა და შესაბამისი განყოფილებების მეშვეობით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში იარაღითა და საბრძოლო მასალით მომარაგებას, აღრიცხვასა და კანონმდებლობით განსაზღვრულ მოსამსახურეებზე იარაღისა და საბრძოლო მასალის გაცემას ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც ვალდებულია ცენტრალიზებული აღრიცხვისათვის ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს.“.
ბ) მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ცენტრალური საწყობიდან იარაღის მიღების შემდეგ უნდა მოხდეს მისი გაწმენდა და შეზეთვა. საგამოძიებო სამსახურში პირად შემადგენლობაზე მიმაგრებული იარაღი და საბრძოლო მასალა გაიცემა შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირის მიერ საგამოძიებო სამსახურის უფროსის განკარგულებით, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ნებართვის საფუძველზე. ოპერატიულ დავალებაზე გასვლისას, საგამოძიებო სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან საგამოძიებო სამსახურის პასუხისმგებელი მორიგის მოტივირებული პატაკის საფუძველზე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სპეციალური დანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ თანამშრომლებზე გაიცემა სტრუქტურული ერთეულის შეიარაღების საწყობიდან. ოპერატიული დავალების შესრულებისა და მეცადინეობების დამთავრებისას იარაღი და საბრძოლო მასალა დაუყოვნებლივ ბარდება შეიარაღების საწყობს. დაბრუნების შეყოვნების თითოეულ ფაქტზე შეიარაღების დარგში პასუხისმგებელი პირი პატაკით ახსენებს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს ზომების მისაღებად. ოპერატიული დავალების შესრულებისა და მეცადინეობის დამთავრების შემდეგ იარაღის უმიზეზო შეყოვნება შეიძლება გახდეს თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმის საფუძველი.“.
გ) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. იკრძალება იარაღის იმ პირებზე გაცემა, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებს ან არ ირიცხებიან საგამოძიებო სამსახურის სისტემაში.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები