დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 779 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.033.013.851 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.033.013.851
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №779
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 29 ოქტომბრის №1179 ბრძანებაში (სსმ III, 01.11.07, №154, მუხლი 1715) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულების მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ჟ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,“.
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი“ (დანართი №5).“.
3. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „დანართი №5“:
„დანართი №5
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობის ფორმა და გაცემის წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურის (შემდგომში – საგამოძიებო სამსახური) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურეთა) სამსახურებრივი მოწმობის ფორმას და გაცემის წესს.
მუხლი 2. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის რეკვიზიტები
1. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა უნდა შეიცავდეს:
ა) საჯარო სამსახურის სახელწოდებას;
ბ) დაკავებულ თანამდებობას;
გ) სახელს და გვარს;
დ) მფლობელის ბიომეტრიულ ფერად ფოტოსურათს (3სმX4სმ);
ე) სამსახურებრივი მოწმობის პირად ნომერს;
ვ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას;
ზ) საგამოძიებო სამსახურის ბეჭედს;
თ) გაცემის თარიღსა და მოქმედების ვადას;
ი) დამცავ ნიშანს (საგამოძიებო სამსახურის ემბლემას);
კ) დამცავ წარწერას (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური);
ლ) მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალურ წოდებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) მითითებას სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების თაობაზე;
ნ) იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელ სპეციალურ ბეჭედს (წითელი ფერის წრე, რომელშიც ამოტვიფრულია ასოები „სს“ (საგამოძიებო სამსახური).
2. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის პირველ გვერდზე გამოისახება საგამოძიებო სამსახურის ემბლემა.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის მეორე გვერდზე აღინიშნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, “თ“, „ი“ და “ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რეკვიზიტების შესატყვისი თარგმანი ინგლისურ ენაზე და გამოისახება საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მუხლი 3. სამსახურებრივი მოწმობის გამცემი ორგანო
საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურეებზე მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემას და მოწმობაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი ბეჭდის დასმას ახორციელებს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაცია.
მუხლი 4. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად აუცილებელი მოთხოვნები
1. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა გაიცემა პირის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემის შემთხვევაში.
2. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი სპეციალური ბეჭედის დასმით) აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება:
ა) მოსამსახურეს უნდა ეკავოს საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული ნუსხის მე-5 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობა;
ბ) მოსამსახურეს არ უნდა ჰქონდეს შეჩერებული სამსახურებრივი ურთიერთობა;
გ) მოსამსახურის მიმართ არ უნდა იყოს დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნა;
დ) მოსამსახურეს წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს მოთხოვნა (პატაკი) სამსახურებრივ-საშტატი იარაღის ტარების უფლებისა და შესაბამისად მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თაობაზე;
ე) იმ შემთხვევაში, თუ მოსამსახურეს სურს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭება მის კანონიერ საკუთრებაში არსებული იარაღისთვის მან უნდა წარმოადგინოს კუთვნილი იარაღის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის დედანი ან ასლი;
ვ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის პირველად მიღების შემთხვევაში მოსამსახურემ უნდა გაიაროს შემოწმება საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ პირებთან ცეცხლსასროლი იარაღის მატერიალური ნაწილის შენახვის, ტარების და გამოყენების წესების ცოდნაზე და იარაღით მიზანში სროლაზე და წარმოადგინოს შესაბამისად საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული პირების მიერ გაცემული დადებითი შეფასების დასკვნა იარაღის გაცემის მიზანშეწონილობის შესახებ.
მუხლი 5. თანხმობა მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე
1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემაზე თანხმობის მისაღებად საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაცია მიმართავს საგამოძიებო სამსახურის უფროსს.
2. საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანხმობის შემდეგ მასალები გადაეცემა საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციას საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გასაცემად (სპეციალური ბეჭდის დასასმელად).
მუხლი 6. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა
მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემა დასტურდება საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის მიერ საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემით და სპეციალური ბეჭდის დასმით.
მუხლი 7. რეესტრის წარმოება
საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაცია აწარმოებს მოსამსახურეების სამსახურებრივი მოწმობის ერთიან რეესტრს, რომელშიც აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის გაცემის თარიღი და მოწმობის პირადი ნომერი;
ბ) მოსამსახურის სახელი, მამის სახელი და გვარი;
გ) მოსამსახურის თანამდებობა და სახელმწიფო სპეციალური წოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სახეობა, სისტემა (მოდელი), საქარხნო ნომერი, კუთვნილება;
ე) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ზ) მონაცემები ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულების თაობაზე;
თ) სხვა მონაცემები დადასტურების პროცედურასა და გაცემასთან დაკავშირებით;
ი) მონაცემები შესაბამისად მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის ან ახალი მოწმობის გაცემის შესახებ;
კ) რეესტრის ჩანაწერის შედგენის თარიღი, ნომერი და შემდგენელი პირის გვარი, ინიციალი, თანამდებობა და ხელმოწერა.
მუხლი 8. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის შეცვლის საფუძვლები
1. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოწმობის მფლობელის მიერ სახელის, გვარის შეცვლისას;
ბ) თანამდებობის ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდების შეცვლისას;
გ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შეცვლისას;
დ) მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ბუნებრივი ცვეთის ან დაზიანებისას;
ე) მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვისას;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სავალდებულოა საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციაში შესაცვლელი მოწმობის ჩაბარება, აგრეთვე მოწმობის შეცვლის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი საბუთების წარდგენა. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოწმობა შეიცვლება მის დაკარგვაზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისა და დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 9. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ჩამორთმევის საფუძვლები
მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა ექვემდებარება ჩამორთმევას, თუ:
ა) მოსამსახურე დათხოვნილ იქნა დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო;
ბ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოწოდებულია ინფორმაცია მოსამსახურის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე;
გ) მოსამსახურეს აღარ უკავია ის თანამდებობა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის №538 ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი ნუსხით.
მუხლი 10. მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები
მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობა წარმოადგენს ელექტრონულ პლასტიკურ ბარათს, თავისი პირადი საიდენტიფიკაციო ნომრით და რომლის ზომაა 85,6მმX54მმ.

მუხლი 11. გარდამავალი დებულება
ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობების გაცემა განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 თებერვლამდე. ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოწმობების გაცემამდე ძალას ინარჩუნებს ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობები.“.
მუხლი 2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო სამსახურმა, ამ ბრძანების ამოქმედებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურის სამსახურებრივი მოწმობის და ბეჭდის ნიმუშის (დამოწმებული ასლით) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენა.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები