დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 778 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 30/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.090.000.22.033.013.839 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.013.839
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №778
2009 წლის 27 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – სატვირთო საბაჟო დეკლარაცია), ხოლო სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში „საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის, დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №21-ით გათვალისწინებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის (შემდგომში – სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3) წარდგენა;
გ) „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ (შემდგომში – მოწმობა) გამოწერა (გარდა სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით დეკლარირების შემთხვევებისა).“.
2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „დ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„დ) „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ით დეკლარირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.“.
3. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. საქონლის წარდგენა დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში
იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი პირდაპირ წარედგინება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს, მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის ან სატვირთოსაბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დაადასტურებს დოკუმენტს საბაჟო დამღით – „მოხსნილია კონტროლიდან“, საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, ხელმოწერითა და თარიღის მითითებით.“.
4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის დასრულება დასტურდება დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს მიერ აღრიცხვის მოწმობაზე და სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე ან სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3-ზე სპეციალური აღნიშვნით – „მოხსნილია კონტროლიდან“.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. პეტრიაშვილი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები