დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 722 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 147, 30/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/06/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.240.020.22.026.013.832 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.240.020.22.026.013.832
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №722
2009 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 8 ნოემბრის №328 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №130, მუხლი 1155) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ო“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ო) დეპარტამენტის საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზება და განხორციელება.“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ბ. ახალაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები