,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1032
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 27/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.825
  • Word
1032
24/11/2009
სსმ, 146, 27/11/2009
040.030.000.22.022.013.825
,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.825

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1032

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ყვარლის მუნიციპალიტეტში:

ა) ყვარლის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს საზოგადოების კონსოლიდაციის, ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ილია ჭავჭავაძის სახელი და ეწოდოს ,,ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის №1 საჯარო სკოლა“;

ბ) სოფ. სანავარდოს საჯარო სკოლას მიენიჭოს ქართული კულტურის, ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ტიციან ტაბიძის სახელი და ეწოდოს ,,ტიციან ტაბიძის სახელობის სოფ. სანავარდოს საჯარო სკოლა“;

გ) სოფ. ენისელის საჯარო სკოლას მიენიჭოს საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი ილია შავერდაშვილის სახელი და ეწოდოს ,,ილია შავერდაშვილის სახელობის სოფ. ენისელის საჯარო სკოლა“;

დ) სოფ. შილდის №1 საჯარო სკოლას მიენიჭოს საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე გარდაცვლილი დავით ელიზბარაშვილის სახელი და ეწოდოს ,,დავით ელიზბარაშვილის სახელობის სოფ. შილდის №1 საჯარო სკოლა“.

2. შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112 მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართ №2-ში გათვალისწინებულ ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია


ყვარლის მუნიციპალიტეტი

სახელწოდება

მისამართი

საფეხური

1

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის1 საჯარო სკოლა

ჭავჭავაძის . №49

დაწ-საბ-საშ

2

ყვარლის2 საჯარო სკოლა

მარჯანიშვილის . №29

დაწ-საბ-საშ

3

სოფ. წიწკანაანის საჯარო სკოლა

სოფელი წიწკანაანი

დაწ-საბ

4

სოფ. კუჭატნის საჯარო სკოლა

სოფ. კუჭატნი

დაწ-საბ-საშ

5

სოფ. გრემის საჯარო სკოლა

სოფელი გრემი

დაწ-საბ

6

სოფელ შაქრიანის საჯარო სკოლა

სოფელი შაქრიანი

დაწ-საბ

7

ილია შავერდაშვილის სახელობის სოფ. ენისელის საჯარო სკოლა

სოფელი ენისელი

დაწ-საბ-საშ

8

სოფ. ჭიკაანის საჯარო სკოლა

სოფელი ჭიკაანი

დაწ-საბ-საშ

9

სოფ. ჩანტლისყურეს საჯარო სკოლა

სოფელი ჩანტლისყურე

დაწ-საბ

10

სოფ. ოქტომბრის საჯარო სკოლა

სოფელი ოქტომბერი

დაწ-საბ

11

სოფ. მთისძირის საჯარო სკოლა

სოფელი მთისძირი

დაწ-საბ-საშ

12

დავით ელიზბარაშვილის სახელობის სოფ. შილდის1 საჯარო სკოლა

სოფელი შილდა

დაწ-საბ-საშ

13

სოფ. შილდის2 საჯარო სკოლა

სოფელი შილდა

დაწ-საბ-საშ

14

სოფ. გავაზის საჯარო სკოლა

სოფელი გავაზი

დაწ-საბ-საშ

15

სოფ. ბალღოჯიანის საჯარო სკოლა

სოფელი ბალღოჯიანი

დაწ-საბ-საშ

16

სოფ. საბუის საჯარო სკოლა

სოფელი საბუე

დაწ-საბ-საშ

17

სოფ. ალმატის საჯარო სკოლა

სოფელი ალმატა

დაწ-საბ

18

სოფ. ახალსოფლის1 საჯარო სკოლა

სოფელი ახალსოფელი

დაწ-საბ-საშ

19

სოფ. ახალსოფლის2 საჯარო სკოლა

სოფელი ახალსოფელი

დაწ-საბ-საშ

20

სოფ. თხილისწყაროს საჯარო სკოლა

სოფ. თხილისწყარო

დაწ-საბ

21

სოფ. სარუსოს საჯარო სკოლა

სოფელი სარუსო

დაწ-საბ

22

სოფ. თივის საჯარო სკოლა

სოფელი თივი

დაწ-საბ

23

ტიციან ტაბიძის სახელობის სოფ. სანავარდოს საჯარო სკოლა

სოფელი სანავარდო

დაწ-საბ