,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 27/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.823
  • Word
10
24/11/2009
სსმ, 146, 27/11/2009
190.040.000.19.012.013.823
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
,,არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.823

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №10

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №104 ბრძანებაში (სსმ III, 03.08.2004 წ., №84, მუხლი 738) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებმა – საკრედიტო კავშირებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას 2009 წლის 1 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ლიცენზიის აღებიდან ოცი დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2).“.

2. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.“.

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და ზემოაღნიშნული სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით.“.

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საკრედიტო კავშირის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით

საკრედიტო კავშირი ვალდებულია უზრუნველყოს საკრედიტო კავშირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის საკრედიტო კავშირის აღჭურვა კომპიუტერული ტექნიკითა და შესაბამისი პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების სათანადოდ შენახვის საშუალებებით და სხვ.).“.

დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას საკრედიტო კავშირის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის საკრედიტო კავშირის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

ე) დანართი №2-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. როინიშვილი

დანართი 2

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების –საკრედიტო კავშირის აღრიცხვის ფორმა

 

 

 

საკრ.კავშ. სააღრიცხვო კოდი (1):

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

ფორმის სახე: პირველადი ----- შეცვლილი--------

1. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების –საკრედიტო კავშირის

სრული დასახელება:

 

 

2. ფილიალების რაოდენობა(2):

3. იურიდიული მისამართი:

 

 

4. ფაქტობრივი მისამართი: 

 

 

5. საქართველოს ეროვნული ბანკის

 მიერ გაცემული ლიცენზიის   ნომერი:                                     გაცემის თარიღი:

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

 

8. რეგისტრაციის თარიღი:

9. რეგისტრაციის ნომერი:

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ

 

 

(2) ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში) შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისთვის ცალ-ცალკე).