დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 24/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 27/11/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/12/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.050.000.19.012.013.822 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.050.000.19.012.013.822
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №9
2009 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №7 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლაგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების (შემდგომში – რეგისტრატორი) მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – „სამსახური“) გადაცემის პირობებსა და წესს.“.
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. რეგისტრატორის ვალდებულებანი შიდა კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით
რეგისტრატორის მიერ კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.“.
გ) მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული აქტებით და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.“.
დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების თაობაზე სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციისა და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, სამსახური აწარმოებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული რეგისტრატორის (მათი ფილიალის, წარმომადგენლობის) აღრიცხვას. აღრიცხვის მიზნით რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის (ფილიალების, წარმომადგენლობების) აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს შევსებული სრულად და დამოწმებული რეგისტრატორის ხელმძღვანელის ხელმოწერით.“.
ე) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას რეგისტრატორების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის რეგისტრატორის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“.
ვ) დანართი №3-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მ. როინიშვილი
დანართი №3
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფასიანი
ქაღალდების რეგისტრატორის აღრიცხვის ფორმა
|
|
|
|
| ნაწილი 1 | ||
|
|
|
|
| რეგისტრატორის სააღრიცხვო კოდი:1 | ||
| ფორმის სახე: პირველადი შეცვლილი | ||||||
| 1. რეგისტრატორის სრული დასახელება: | ||||||
|
| ||||||
|
| ||||||
| 2. ფილიალების რაოდენობა2: | ||||||
| 3. იურიდიული მისამართი: | ||||||
|
| ||||||
|
| ||||||
| 4. ფაქტობრივი მისამართი: | ||||||
|
| ||||||
|
| ||||||
| 5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ლიცენზიის ნომერი: გაცემის თარიღი: | ||||||
|
|
|
|
| |||
| 6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: | ||||||
| 7. მარეგისტრირებელი ორგანო: | ||||||
|
| ||||||
| 8. რეგისტრაციის თარიღი: | ||||||
| 9. რეგისტრაციის ნომერი: | ||||||
1 ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
2 ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისათვის ცალ-ცალკე).
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები