,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 27/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.19.012.013.820
  • Word
7
24/11/2009
სსმ, 146, 27/11/2009
220.080.000.19.012.013.820
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
,,ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.080.000.19.012.013.820

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №7

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 30 ივლისის №96 ბრძანებაში (სსმ III, 11.08.2004წ., №84, მუხლი 734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა, რომლებიც დაიწყებენ ფუნქციონირებას 2009 წლის 1 დეკემბრიდან, უნდა გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნები და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტების აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №2).“.

2. „ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება შემუშავებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. ეს დებულება არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი, კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტების – ვალუტის გადამცვლელი პუნქტების (შემდგომში – ვალუტის გადამცვლელი პუნქტი) მიერ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესს.“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის, ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით.“;

გ) მე-5 მუხლის ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) უზრუნველყოს მის საკუთრებაში მყოფი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების შესრულება და შექმნას ამისათვის საჭირო პირობები (მათ შორის, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვა);“;

დ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი ნორმების დარღვევისათვის ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“;

ე) დანართი №2-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. როინიშვილი

საქართველოს ფინანსური

მონიტორინგის სამსახურის უფროსის

2004 წლის 30 ივლისის N96 ბრძანებით

დამტკიცებული დებულების

დანართი №2

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის აღრიცხვის ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

პუნქტის სააღრიცხვო კოდი(1):

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

ფორმის სახე:  პირველადი შეცვლილი

 

 

 

1. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფირმო სახელწოდება:

2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სარეგისტრაციო ნომერი:

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული აქტის მიხედვით

3. რეგისტრაციის თარიღი:

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული აქტის მიხედვით

4. ფაქტობრივი მისამართი:

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული აქტის მიხედვით

5. იურიდიული მისამართი:

საგადასახადო რეგისტრაციის მიხედვით

6. მარეგისტრირებელი საგადასახადო ორგანო:

7. საგადასახადო რეგისტრაციის თარიღი:

8. საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი:

9. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.