,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
მიღების თარიღი 24/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 146, 27/11/2009
ძალაში შესვლის თარიღი 01/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 27/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.819
  • Word
6
24/11/2009
სსმ, 146, 27/11/2009
190.040.000.19.012.013.819
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
,,მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.819

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის

ბრძანება №6

2009 წლის 24 ნოემბერი

ქ. თბილისი

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დეკემბრის №10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 15 დე-კემბრის №10 ბრძანებაში (სსმ III, 18.12.2008, №180, მუხ. 1845) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებიც ფუნქციონირებას დაიწყებენ 2009 წლის 1 დეკემბრიდან გაითვალისწინონ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნები და საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში წარუდგინონ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აღრიცხვის ფორმა“.“;

2. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების:

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს დებულება შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით, სამსახურის მითითებებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“;

გ) მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.“;

დ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 12. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა

1. ზედამხედველობას მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

2. “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“.

3. დანართი №3-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.

მ. როინიშვილი

დანართი №3

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აღრიცხვის ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიკროსაფინინანსო ორგანიზაციის სააღრიცხვო კოდი(1):

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნაწილი 1

ფორმის სახე:  პირველადი შეცვლილი

 

 

 

1. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სრული დასახელება:

2. ფილიალების რაოდენობა(2):

3. იურიდიული მისამართი:

4. ფაქტობრივი მისამართი: 

5. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული რეგისტრაციის ნომერი:

 

  გაცემის თარიღი:

 

 

6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი:

7. მარეგისტრირებელი ორგანო:

8. რეგისტრაციის თარიღი:

9. რეგისტრაციის ნომერი:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

(1) ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.

 

 

(2) ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხსიმგებელი თანამშრომელი დანიშნულია ფილიალშიც (ფილიალებშიც), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისთვის ცალ-ცალკე).