დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური |
| მიღების თარიღი | 24/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 146, 27/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.19.012.013.818 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.013.818
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის
ბრძანება №5
2009 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 3 აგვისტოს №100 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ეს დებულება განკუთვნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლებისათვის.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი (სპეციალური სტრუქტურული ერთეული) თავის საქმიანობაში უნდა ხელმძღვანელობდეს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით.“;
გ) მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იდენტიფიკაციის პროცესი უნდა წარიმართოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით, სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის შიდა ინსტრუქციით დადგენილი წესითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.“;
დ) მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) რეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში (აგრეთვე, იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს) – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი აქტი მისი შექმნის შესახებ, ასევე რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი სამეწარმეო და სხვა შესაბამისი რეესტრიდან) და პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;“.
ე) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
1. ზედამხედველობას სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
2. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დარღვევისათვის სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიმართ გამოყენებული იქნება სანქციები საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით.“.
ვ) დანართი №2-ის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან.
მ. როინიშვილი
დანართი №2
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების აღრიცხვის ფორმა
|
|
|
|
| ნაწილი 1 | ||
|
|
|
|
| სადაზღვევო ორგანიზაციისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის კოდი1: | ||
| ფორმის სახე: პირველადი □ შეცვლილი □ | ||||||
| 1. სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის სრული დასახელება: | ||||||
|
| ||||||
|
| ||||||
| 2. ფილიალების რაოდენობა2: | ||||||
| 3. იურიდიული მისამართი: | ||||||
|
| ||||||
|
| ||||||
| 4. ფაქტობრივი მისამართი: | ||||||
|
| ||||||
|
| ||||||
| 5. განხორციელებული დაზღვევის სახეობების ჩამონათვალი ლიცენზიების ნომრების და გაცემის თარიღების მითითებით: | ||||||
|
| დაზღვევის სახეობა | ლიცენზიის N | ლიცენზიის გაცემის თარიღი | |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
|
|
|
|
| |||
| 6. გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: | ||||||
| 7. მარეგისტრირებელი ორგანო: | ||||||
|
| ||||||
| 8. რეგისტრაციის თარიღი: | ||||||
| 9. რეგისტრაციის ნომერი: | ||||||
1. ივსება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ.
2. ინფორმაცია ფილიალების დასახელების, ადგილმდებარეობის და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის შესახებ თან უნდა დაერთოს წარმოდგენილ ფორმას ნაწილი 1-ის მე-3 და მე-4 გრაფების და ნაწილი 2-ის მიხედვით; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი ან სტრუქტურული ერთეული დანიშნულია ფილიალში (ფილიალებში), შესაბამისად ივსება ნაწილი 3 და ნაწილი 4 (თითოეული ფილიალისთვის ცალ-ცალკე).
| სადაზღვევო ორგანიზაციის ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა |
| თარიღი: |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები