,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1-1/2708
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 20/11/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 24/11/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.814
  • Word
1-1/2708
20/11/2009
სსმ, 144, 24/11/2009
010.340.000.22.024.013.814
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.024.013.814

საქართველოს ეკონომიკური განვითარების

მინისტრის ბრძანება №1-1/2708

2009 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება და დამატება „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 29 სექტემბრის №1-1/2203 ბრძანებით დამტკიცებული დებულების (სსმ III, 30.09.2009, №118, მუხ. 1364) მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) სამინისტროს მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების აღრიცხვა;

ბ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით კონტრაჰენტების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი;

გ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან ან სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი და მონიტორინგის კოორდინაცია;

დ) აუცილებლობის შემთხვევაში ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში კონტრაჰენტებზე გადაცემული სახელმწიფო ქონების კომისიური წესით ადგილზე დათვალიერება, სახელშეკრულებო (საკონკურსო) პირობების დარღვევისა ან/და მათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის (არაჯეროვნად შესრულების) გამოვლენის შემთხვევაში სათანადო დასკვნის მომზადება; ასევე დამრღვევ პირებზე საჯარიმო სანქციების გატარების მიზნით ხელშეკრულებით გათვალისწინებული, კანონით დადგენილი წესით სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

ე) სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების გათვალისწინებით მოსაზრებების წარდგენა განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;

ვ) სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველის მიერ თანხის მთლიანად გადახდის შემდეგ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება მყიდველზე საკუთრების მოწმობის გაცემის მიზნით;

ზ) სახელმწიფო ქონების მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების (ნაკისრი ვალდებულებები, საქმიანობის პროფილი, განსახორციელებელი ინვესტიცია და სხვა) შესრულებაზე, მათი სპეციფიკურობის, მიზნობრიობისა და ხასიათის გათვალისწინებით, შესაბამისი საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე, სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დადასტურების თაობაზე მინისტრის სახელზე წინადადების მომზადება;

თ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, მინისტრის დავალებით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემოწმების მიზნით, დამატებითი აუდიტის ან/და საექსპერტო დაწესებულების მიერ სათანადო დასკვის მოსამზადებლად შესაბამისი ღონისძიების განხორციელება;

ი) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხელშეკრულებების მოშლის თაობაზე დასკვნების მომზადება და იურიდიული დეპარტამენტისათვის წარდგენა.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ზ. პოლოლიკაშვილი