,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 119
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 23/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 28/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.10.003.000.503
  • Word
119
21/06/2006
სსმ, 84, 23/06/2006
280.120.000.10.003.000.503
,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №119

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

1. ,,ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით (სსმ III, 2005 წ., №33, მუხლი 330) დამტკიცებულ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-3 მუხლს დაემატოს მე-2 და მე-3 პუნქტები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება

1. მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს:

ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას;

ბ) მაძიებლის განაცხადის დამუშავებას;

გ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;

დ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას.

2. უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში ინტეგრაციის პროცესის გამარტივების მიზნით, მონაცემთა ბაზის ფორმირება შეიძლება განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გარეშე. ეს პუნქტი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სოციალური დახმარების სხვა შესაბამის პროგრამ(ებ)ში ან მათ მიკუთვნებული აქვთ დევნილის სტატუსი.

3. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოები ვალდებული არიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც უზრუნველყოფს მის დამუშავებას.“.

ბ) მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

,,3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ხორციელდება სოციალური აგენტის მეშვეობით, დადგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე საჭიროა დადგინდეს, სურს თუ არა ოჯახს მონაცემთა ბაზაში მოხვედრა.“.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (ლ. ჭიპაშვილი) შეთანხმებით ორ კვირაში უზრუნველყოს შესაბამისი ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ზ. ნოღაიდელი