დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1014 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 143, 20/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.013.797 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.013.797
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1014
2009 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის №41 საჯარო სკოლას მიენიჭოს საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე, 1917-1918 წლებში უკრაინის პირველი პრეზიდენტის მიხეილ გრუშევსკის სახელი და ეწოდოს „მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლა“.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართი №2-ში გათვალისწინებულ ვაკე-საბურთალოს რაიონის საჯარო სკოლების ნუსხაში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
ვაკე-საბურთალოს რაიონი
| № | სკოლის დასახელება | სკოლის მისამართი | საფეხურები |
| 1 | №54 საჯარო სკოლა | ზ. ფალიაშვილის ქ. №59 | დაწ-საბ-საშ |
| 2 | №55 საჯარო სკოლა | ი. ჭავჭავაძის გამზ №38 | დაწ-საბ-საშ |
| 3 | №56 საჯარო სკოლა | ზ. ფალიაშვილის ქ. №34 | დაწ-საბ-საშ |
| 4 | №57 საჯარო სკოლა | ზ. ფალიაშვილის ქ. №42 | დაწ-საბ-საშ |
| 5 | №126 საჯარო სკოლა | ვაჟა-ფშაველას გამზ. №71 | დაწ-საბ-საშ |
| 6 | №128 საჯარო სკოლა | თოფურიას ქ. №12 | დაწ-საბ-საშ |
| 7 | №151 საჯარო სკოლა | ვაჟა-ფშაველას №61, მეორე კვარტალი | დაწ-საბ-საშ |
| 8 | №165 საჯარო სკოლა | ზ. ფალიაშვილის ქ.№№57 | დაწ-საბ-საშ |
| 9 | №170 საჯარო სკოლა | ნუცუბიძის მე-2მ/რ, ბ.ჟღენტის ქ. №2 | დაწ-საბ-საშ |
| 10 | №171 საჯარო სკოლა | ნუცუბიძის პლატო III მ/რ, II კვ. ძოწენიძის ქ. №3 | დაწ-საბ-საშ |
| 11 | №102 საჯარო სკოლა | ნუცუბიძის პლატო მე-4 მ/რ | დაწ-საბ-საშ |
| 12 | №122 საჯარო სკოლა | ქავთარაძის ქ. №23ა | დაწ-საბ-საშ |
| 13 | №38 საჯარო სკოლა | ნუც.ფერდობი მე-3მ/რ, ძოწენიძის №3 | დაწ-საბ-საშ |
| 14 | №195 საჯარო სკოლა | ს. ჩიქოვანის ქ. 26 | დაწ-საბ-საშ |
| 15 | თავისუფალი ვალდორფის №196 საჯარო სკოლა | თოფურიას ქ. №2 | დაწ-საბ-საშ |
| 16 | №17 საჯარო სკოლა | აღმაშენებლის ხეივანი მე-14 კმ. | დაწ-საბ-საშ |
| 17 | №52 საჯარო სკოლა | ალ. ყაზბეგის გამზ. №27 | დაწ-საბ-საშ |
| 18 | №60 საჯარო სკოლა | ალ. ყაზბეგის გამზ. №39 | დაწ-საბ-საშ |
| 19 | №61 საჯარო სკოლა | დოლიძის ქ. №3 | დაწ-საბ-საშ |
| 20 | №62 საჯარო სკოლა | შარტავას ქ. №20 | დაწ-საბ-საშ |
| 21 | №64 საჯარო სკოლა | ვაჟა-ფშაველას გამზ. №6-ა | დაწ-საბ-საშ |
| 22 | მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლა | ირ.აბაშიძის №15 | დაწ-საბ-საშ |
| 23 | №123 საჯარო სკოლა | იმედაშვილის ქ. №4 | დაწ-საბ-საშ |
| 24 | №158 საჯარო სკოლა | ვაშლიჯვარი, გოძიაშვილის ქ. მეორე შესახვევი №21 | დაწ-საბ-საშ |
| 25 | №161 საჯარო სკოლა | იოსებიძის ქ. №50 | დაწ-საბ-საშ |
| 26 | №162 საჯარო სკოლა | ფანასკერტელის ქ. №12 | დაწ-საბ-საშ |
| 27 | №186 საჯარო სკოლა | დიდი დიღომი, პეტრიწის ქ. №8ა | დაწ-საბ-საშ |
| 28 | №187 საჯარო სკოლა | დიდი დიღომი, დ.თავდადებულის №6ა | დაწ-საბ-საშ |
| 29 | №192 საჯარო სკოლა | დიდი დიღმის III მ/რ. | დაწ-საბ-საშ |
| 30 | №189 საჯარო სკოლა | საირმის ქ. №84 | დაწ-საბ-საშ |
| 31 | №35 საჯარო სკოლა | ქავთარაძის 16/ა | დაწ-საბ-საშ |
| 32 | სოფელ დიღმის საჯარო სკოლა | სოფ. დიღომი, სარაჯიშვილის №12 | დაწ-საბ-საშ |
| 33 | №199 საჯარო სკოლა | ვაჟა-ფშაველას ქ. №49 | დაწ-საბ-საშ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები