დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7/2009 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 19/11/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 142, 19/11/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/02/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.190.030.15.008.013.793 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.030.15.008.013.793
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №7/2009
2009 წლის 19 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის �საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �ბ� ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2004 წლის 5 ივლისის №49/2004 დადგენილებით (სსმ III, 06.07.2004, №67) დამტკიცებულ საქართველოს ცენტრა�ლუ�რი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ნ� პუნქტი:
�ნ) ბრძანებით განსაზღვრავს ცესკოს აპარატში სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების გავლის წესს.� .
2. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
�161. ახდენს �ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ� საქარ�თ�ვე�ლოს კანონის საფუძველზე ამომრჩევლისათვის პასიური საარჩევნო და საჯარო ხელი�სუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებების ჩამორთმევის შესახებ ცესკოში შემოსული სასამართლოს განაჩენების აღრიცხვას-დამუშავებასა და ამ ინფორმაციის, შესაბამისად, ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტისათვის ან/და საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის მიწოდებას.�.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასა�მართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ №6) მისი მიღებიდან 1 კალენ�დარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ��ლ. თარხნიშვილი
კომისიის მდივანი����������������� გ. მჭედლიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები